1 2 3 4 5
„მერანმა“ პრე-სეზონი გამარჯვებით დაასრულა

 

 

        ნაყოფიერად და დაუმარცხებლად დაასრულა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპი მარტვილის „მერანმა“.

 

ცოტნე მონიავას გუნდმა მიმდინარე წელს 3 ამხანაგური მატჩი გამართა და აქიდან 2 მოიგო, ერთ შეხვედრაში კი ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

 

დღეს, „მერანელებმა“ სეზონის წინა მომზადების ეგიდით, დასკვნითი მატჩი გამართეს. ჩვენი გუნდი „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე ფოთის „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა და 4-2 დაამარცხა მეტოქე.

 

ანგარიში 32-ე წუთზე სიენდა მატენჯვამ გახსნა, რომელიც „მერანში“ სინჯებზეა და დიდი ალბათობით მას მეგრული კლუბი კონტრაქტს შესთავაზებს. მატენჯვამ მარჯვენა ფლანგზე ზვიად ქანთარიასგან მიიღო ბურთი, საჯარიმოში შევიდა და უძლიერესი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეტოქე გუნდის კიპერს - 1:0.

 

მეორე გოლი, პირველი გოლის ასისტმა თავად გაიტანა, ზვიად ქანთარიამ კიჭი მელიავას პასის შემდეგ, შორეული, ყუმბარისებური დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში.

 

მეორე ნახევარში „მერანის“ დამრიგებელმა ცვლილებები განახორციელა და სწორედ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს გოლით თავი. 49-ე წუთზე ვაკო გოგოლიძემ 3-0 გახადა ანგარიში, აღნიშნულ ეპიზოდში ფოთელთა მეკარემ ზვიად ქანთარიას დარტყმული ბურთის მოგერიება კი შესძლო, მაგრამ დამატებით, გოგოლაძის დარტყმის დროს უძლური იყო - 3:0.

 

მატჩი „მერანის“ კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ კონტრ-იერიშებზე სტუმრებმა ორჯერ იხეირეს. ორივე გოლი „ექს-მერანელი“ მათე ქომეთიანის ანგარიშზეა. გიორგი კრასოვსკის  დამოძღვრილებს თითქოს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ, თუმცა 73-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოოდ, „მერანმა“ 4-2 გაიმარჯვა.

 

როგორც თავში ავღნიშნეთ, ამით „მერანმა“ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საკონტროლო თამაშების სერია დაასრულა. ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩს 2 მარტს გამართავს. „მერანი“ სტუმრად, თბილისში, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ დაუპირისპირდება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 6 18
მერანი (მარტვილი) 6 12
გაგრა (გაგრა) 5 10
დინამო (ზუგდიდი) 5 9
მერანი (თბილისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 7
გარეჯი (საგარეჯო) 6 5
რუსთავი (რუსთავი) 6 4
ჩიხურა (საჩხერე) 6 4
შევარდენი (თბილისი) 6 4