მარტვილში, "მურთაზ ხურცილავას" სახელობის არენამ მეგრულ დერბის უმასპინძლა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, მე-11 ტურში ადგილობრივი "მერანი" და "დინამო" (ზუგდიდი) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით შეხვდა აღნიშნულ შეხვედრას, "მერანს" ცენტრალური მცველი, გუნდის კაპიტანი: ბექა ბიბილაშვილი და ცოტნე ფაცაცია ვერ ეხმარებოდნენ ტრავმის გამო, სტუმრებს კი გუგუჩია და ცირდავა აკლდათ.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი "მერანმა" აქტიურად დაიწყო, შეხვედრის მე-17 წუთზე "დინამო" დაწინაურდა, "ექს-მერანელმა" დათა სიჭინავამ საჯარიმოს მისადგომებიდან შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში - 0:1.
"მერანელებს" წონასწორობის აღსადგენად ზუსტად 10 წუთი დასჭირდათ. 27-ე წუთზე თორნიკე კაკუშაძის საგოლე გადაცემის შემდეგ, ამირან როხვაძემ გადაგზავნა ბურთი ეხვაიას კარში - 1:1.
35-ე წუთზე "მერანის" შემტევმა, ლევან წოწონავამ პენალტი მოიპოვა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავად დაარტყა ზუსტად - 2:1.
პირველი ნახევრის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, როცა დათა სიჭინავას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის დროს, კიდევ ერთ "ექს-მერანელს", პაპუნა მოსემღვდლიშვილს მიუვიდა ბურთი მეტოქე გუნდის საჯარიმოში და "ზუგდიდელთა" ცენტრალურმა მცველმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა ანგარიში - 2:2.
მეორე ტაიმის 76-ე წუთზე კიდევ ერთხელ გავიდა წინ "დინამო". ფლანგიდან გურამ მინდორაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი დათა სიჭინავამ თავით გაიტანა "მერანის" კარში 2:3..
"მერანი" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის მე-12 ტურის მატჩს 5 ოქტომბერს თბილისში გამართავს დუშეთის "არაგვის" წინააღმდეგ.
![]() |
მერანი (მარტვილი) | 0 | 0 |
ჩიხურა (საჩხერე) | 0 | 0 | |
გაგრა (გაგრა) | 0 | 0 | |
სიონი (ბოლნისი) | 0 | 0 | |
რუსთავი (რუსთავი) | 0 | 0 | |
დინამო (ზუგდიდი) | 0 | 0 | |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 0 | 0 | |
შევარდენი (თბილისი) | 0 | 0 | |
გარეჯი (საგარეჯო) | 0 | 0 | |
მერანი (თბილისი) | 0 | 0 |