1 2 3 4 5
დამსახურებული გამარჯვება: მერანი - სამგურალი 2:0

 დღეს, Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის დასკვნითი ტურის მატჩი გამართა „მერანმა“.

 

 მარტვილში, „მურთაზ ხურცილავა“-ს სახელობის სტადიონზე ჩვენმა გუნდმა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილოსანს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი თამაშით 2:0 დაამარცხა მეტოქე.

 

 მატჩის ბედი პირველ ნახევარში გადაწყდა, მე-12 წუთზე თორნიკე კაკუშაძის კარგი საგოლე გადაცემის შემდეგ, მოწოდების სიმაღლეზე ითამაშა ლევან წოწონავამ, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0.

 

 პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანეს „მერანელებმა“, ამჯერად ნიკა შალამბერიძემ, ამირან როხვაძესთან გაითამაშა „კედელი", შემდეგ ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა მეურვე და „ცაციათი“, გაისროლა - 2:0.

 

 მეორე ნახევარში ლევან წოწონავას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევით შეჩერებისთვის (აღნიშნულ ეპიზოდში მეკარესთან პირისპირ გადიოდა „მერანელი“) ილია ახვლედიანს დროზე ადრე დაატოვებინა მოედანი მთავარმა არბიტრმა, არსენ ნონიკაშვილმა. 10 კაცით დარჩენილ სტუმრებს კიდევ უფრო გაუჭირდათ დარჩენილ დროში. მიუხედავად ამისა, ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა თამაში „მერანის“ კარნახით მიმდინარეობდა და გია გიგატაძის გუნდმა საბოლოოდ, მშვიდად მიიყვანა თამაში სასურველ დასასრულამდე.

 

 ამ გამარჯვების შემდეგ, მერანმა 15 ქულით მეორე ადგილზე აინაცვლა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“, რომელთანაც გამართავს ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს სტუმრად 22 სექტემბერს, თუმცა მანამდე, 13-15 სექტემბერს მე-9 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება ეროვნულ ლიგა 2-ში.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 13 27
სამგურალი (წყალტუბო) 13 22
გაგრა (გაგრა) 13 20
მერანი (მარტვილი) 13 19
სიონი (ბოლნისი) 13 18
რუსთავი (რუსთავი) 13 17
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 13 16
დინამო (ზუგდიდი) 13 15
შევარდენი (თბილისი) 13 13
არაგვი (დუშეთი) 13 8