1 2 3 4 5
„მერანის“ საშინაო ფრე: “მერანი” 0:0 “ვიტ ჯორჯია”

 

 

            Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურში მარტვილის „მერანი“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა.

 

ხანგრძლივი, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, ტრიბუნაზე დაბრუნებულმა გულშემატკივარმა, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა „მურთაზ ხურცილავაზე“. თუ პირველ ნახევარში დაბალი ტემპი და გარდამავალი უპირატესობა შეინიშნებოდა, მეორე ნახევარში მატჩის სადავეები სრულად იგდო ხელთ გია გიგატაძის გუნდმა, რომელიც საკადრო პრობლემებით შეხვდა „ვეტერინარების“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას („მერანის“ კაპიტანი: ბექა ბიბილაშვილი და ცოტნე ფაცაცია ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, გიორგი კალანდაძე დისკვალიფიცირებული გახლდათ, ჭყონდიდელთა ბრაზილიელი ლეგიონერი, ფელიპე პაიმი კი დიდი ხანია მეგრული გუნდის ლაზარეთშია).

 

მიუხედავად საგრძნობი დანაკლისისა, „მერანს“ შეეძლო ამ მატჩის მოგება და მეორე ტაიმში მათ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტებიდან ნახევარი მაინც, რომ გამოეყენებინათ სათანადოდ მასპინძლებს, დამსახურებულ 3 ქულასაც ჩაიწერდნენ აქტივში, თუმცა შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა.

 

7 ტურის თავზე „მერანი“ ისევ ლიდერთა სამეულშია. სატურნირო ცხრილს კვლავ ქობულეთის „შუქურა“ ლიდერობს 17 ქულით. „გაგრა“ და „მერანი“ კი თანაბარი 11-11 ქულით მე-2 და მე-3 პოზიციაზე არიან.

 

ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს სწორედ „გაგრასთან“ გამართავს სტუმრად 18 აგვისტოს.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 13 27
სამგურალი (წყალტუბო) 13 22
გაგრა (გაგრა) 13 20
მერანი (მარტვილი) 13 19
სიონი (ბოლნისი) 13 18
რუსთავი (რუსთავი) 13 17
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 13 16
დინამო (ზუგდიდი) 13 15
შევარდენი (თბილისი) 13 13
არაგვი (დუშეთი) 13 8