1 2 3 4 5
„მერანი“-ს მორიგი გამარჯვება! „შევარდენი 1906“ – „მერანი“ 0:3

     პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, განახლებულ ეროვნულ ლიგა 2-ში წარმატებული სტარტი აქვს მარტვილის „მერანს“, ჩვენმა გუნდმა ჯერ საშინაო კედლებში 2:0 დაამარცხა დუშეთის „არაგვი“, მე-4 ტურში კი სტუმრად ანგარიშით - 3:0 იმარჯვა თბილისში „შევარდენთან“.

 

 „მუხიანის სპორტული კომპლქსი“-ს სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში სამივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. 48-ე წუთზე გაბრიელ საღრიშვილის კარგი გადაცემის შემდეგ, ლევან წოწონავამ სისწრაფეში დაჯაბნა მეტოქე გუნდის ფეხბურთელები და დაბალ კუთხეში გაუტანა ნადირაძეს.

 

 თუ წინა ტურში თეიმურაზ შარაშენიძემ გაამართლა მწვრთნელის ნდობა და შეცვლაზე შესულმა დუბლი გაიფორმა, ამჯერად ამირან როხვაძემ გააკეთა იგივე. როხვაძემ მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად 10 წუთში ორამდე გაზარდა ანგარიში. საგოლე კომბინაცია კი ზემოთ ხსენებულმა შარაშენიძემ წამოიწყო კარგი პასით, საბოლოოდ წოწონავას ზუსტი გადაცემა როხვაძემ დააგვირგვინა გოლით.

 

 მატჩის საბოლოო შედეგი მეორე გოლის ავტორმა დააფიქსირა. კუთხურის ალამიდან ცოტნე ფაცაციას მიერ კარგად ჩაწოდებული ბურთი „შევარდენი“-ს საჯარიმოში როხვაძეს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა მასპინძელი გუნდის კარში.

 

 5 ტურის თავზე „მერანი“-ს მარაქაში 9 ქულაა და ჭყონდიდური გუნდი სატურნირო ცხრილში ისევ მე-2 პოზიციაზეა, პირველ ადგილოსანთან სხვაობა კი 3 ქულაა.

 

 „მერანი“ ეროვნულ ლიგა 2-ში მომდევნო შეხვედრას 26 ივლისს მარტვილში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე „რუსთავი“ იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 5 15
მერანი (მარტვილი) 5 10
გაგრა (გაგრა) 5 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 5 8
რუსთავი (რუსთავი) 5 6
სიონი (ბოლნისი) 5 5
სამგურალი (წყალტუბო) 5 4
არაგვი (დუშეთი) 5 3
დინამო (ზუგდიდი) 5 3
შევარდენი (თბილისი) 5 3