1 2 3 4 5
„მერანმა“ „არაგვი“ შარაშენიძის დუბლით დაამარცხა!

 

   პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგა 2 განახლდა და „მერანმა“ მესამე ტურის მატჩი შინ „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე (გასაგები მიზეზების გამო გულშემატკივრების დასწრების გარეშე) გამართა.

 

 შეხვედრას წინ წუთიერი დუმილი უძღოდა. ფეხბურთელებმა და სტადიონზე დამსწრე საზოგადოებამ პანდემიის დროს დაღუპული ადამიანების და ქართველი ფეხბურთელის: გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.

 

 მატჩი კი საინტერესო გამოდგა. „არაგველებმა“ თავიდანვე მეორე ნომრად აირჩიეს თამაში და ბურთს ძირითადად „მერანი“ ფლობდა, შესაბამისად, პირველ ნახევარში რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი შექმნეს მასპინძლებმა, თუმცა დამაგვირგვინებელი ფაზა არ იყო ზუსტი.

 

 მეორე ტაიმში ჭყონდიდელთა დამრიგებელმა: გია გიგატაძემ, თეიმურაზ შარაშენიძეს უხმო „წინა ხაზზე“ და „მერანის“ შემტევმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა. შარაშენიძემ პირველი ეფექტური გოლი 73-ე წუთზე შეაგდო „არაგვის“ კარში. ფლანგიდან ლევან წოწონავას ზუსტი გადაცემის შემდეგ, მასპინძელთა „ათიანმა“ მეტოქე გუნდის საჯარიმოში კარგად მიიღო ბურთი და ერთი შეხებით ყუმბარისებური დარტყმით შანსი არ დაუტოვა ბოგდან ბეზკროვნის - 1:0.

 

 თამაშის მიწურულს კი „მერანის“ კარგი კომბინაცია გოლით დაგვირგვინდა, შარაშენიძემ დუბლი გაიფორმა, საგოლე გადაცემა კი ისევ ლევან წოწონავამ გააკეთა, რომელიც გოლების ავტორთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო აღნიშნულ მატჩში.

 

 საბოლოოდ „მერანმა“ დამაჯერებელი თამაშით და ანგარიშით 2:0 დაამარცხა მეტოქე.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 5 15
მერანი (მარტვილი) 5 10
გაგრა (გაგრა) 5 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 5 8
რუსთავი (რუსთავი) 5 6
სიონი (ბოლნისი) 5 5
სამგურალი (წყალტუბო) 5 4
არაგვი (დუშეთი) 5 3
დინამო (ზუგდიდი) 5 3
შევარდენი (თბილისი) 5 3