1 2 3 4 5
ფრე სამგურალთან, მერანმა 13-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა!

    ლიგა 3-ის გათამაშების 29-ე ტურში, მარტვილის მერანმა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილოსანს, წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

  23-ე წუთზე მერანის ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფინიომ მარტვილელების სახიფათო კონტრიერიში გოლით დააგვირგვინა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.


  გია გიგატაძის გუნდს ყველაზე რეალური მომენტი შეხვედრის 75-ე წუთზე შეექმნა, როცა ფლანგზე უშანგი ბანძელაძემ ითამაშა ჩვეულ სტილში კარგად და მეტოქემ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა მერანელი.


  თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მერანის გოლეადორმა, გაგა ჩხეტიანმა მაღალ კუთხეში დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა და სამგურალი გაშვებულ გოლს გადაურჩა.


  ლიგა 3-ის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 7 ტურით ადრე მერანი კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილს 67 ქულით. მეორე პოზიციაზე სამგურალი გახლავთ (54 ქულა), მესამე ადგილს კი დუშეთის არაგვი იკავებს (52 ქულით).


 მერანი მომდევნო ტურის მატჩს, სტუმრად, გორში გამართავს. ჩვენი გუნდი 21 ოქტომბერს „ქართლი“-ს სტადიონზე ს.კ. გორს დაუპირისპირდება.


16 ოქტომბერი. 15:00
მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“
ლიგა 3. ტური 29.


მერანი (მარტვილი) - სამგურალი (წყალტუბო) 0:0


მერანი: ნონოსი, ბიბილაშვილი ©, ხარაბაძე, გეგია, წოწონავა (წულაია 46’), ბუხაიძე (ჩხეტიანი 62’), საღრიშვილი (როხვაძე 74’), ბანძელაძე, შალამბერიძე, ენდელაძე, ჯეფინიო.

სათადარიგო: ხვედელიძე, კაკუშაძე, საღარეიშვილი, წულაია, როხვაძე, გიგატაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.

სამგურალი: მეშველიანი, გაგნიძე, ტურე, კუხიანიძე (კუჭუხიძე 78’), გაზდელიანი, ახვლედიანი, კაკულია, ამბროლაძე, აფხაზავა, ბურჯანაძე (ბრეგვაძე 46’), კიკაბიძე © (კაკუშაძე 46’).

სათადარიგო: ნუცუბიძე, ლიპარტელიანი, ბ. კაკუშაძე. კუჭუხიძე, გაბაძე, ბრეგვაძე, ტუღუში.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

გაფრთხილება: ნიკა აფხაზავა (10’), ნიკოლოზ ხარაბაძე (41’), ნიკა შალამბერიძე (71’).

მთავარი არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 36 82
სამგურალი 36 70
არაგვი 36 61
ბახმარო 36 54
საბურთალო 2 36 48
კოლხეთი 36 41
გორი 36 39
მეშახტე 36 39
ბორჯომი 36 39
ბეთლემი 36 38