1 2 3 4 5
„მერანი“ ბათუმის „დინამოსთან“ დამარცხდა და ლიგა 3-ში იასპარეზებს

      ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში, მარტვილის „მერანმა“ გათამაშების ლიდერს - ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 2-3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში მინიმუმ ქულის მოპოვების შემთხვევაში, „მერანი“ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებდა და ამ მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ მარტვილელები, თუმცა 96-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენეს..

 

 „მერანს“ მეორე შანსიც ჰქონდა. თუ კახეთში „თელავი“ არ წააგებდა, „მერანი“ „დინამოსთან“ წაგების შემთხვევაშიც ინაღდებდა პლეი-ოფის საგზურს, თუმცა „თელავმა“ 4:5 დათმო საკუთარ არენაზე „ცხინვალთან“ მატჩი და შესაბამისად პლეი-ოფში ჩოხატაურის „ბახმაროს“ წინააღმდეგ „ცხინვალი“ ითამაშებს.

 

 დღევანდელი მატჩი კი ჭყონდიდელებისთვის კარგად დაიწყო, რადგან შეხვედრის მე-3 წუთზე ვანო კურდღელაშვილმა პენალტი მოიპოვა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავადვე შეასრულა დარტყმა ზუსტად - 1:0.

 

 სტუმრებმა მალე გაათანაბრეს, „ექს-მერანელმა“ ნიკოლოზ საბანაძემ მე-10 წუთზე აღადგინა წონასწორობა, 21-ე წუთზე კი წინ გაიყვანა „დინამო“.

 

 პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში 2-2 გახდა ანგარიში. ცოტნე ფაცაციას მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ, ოთო გოშაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

 

 ეს ანგარიში მასპინძლებს ხელს აძლევდათ და დარჩენილ დროში ფრთხილად უტევდა, „მერანი“, თუმცა 86-ე წუთზე პენალტი დაინიშნა ჩვენი გუნდის კარში და ვალერიან თევდორაძემ ისევ წინ გაიყვანა „დინამო“-2:3.

 

 დარჩენილ დროში „მერანელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და დიდი ძალებით წავიდნენ წინ, რასაც თერთმეტმეტრინი მოჰყვა სტუმართა კარში. პენალტის დასარტყმელად ვანო კურდღელაშვილი მივიდა ბურთთან, რომელსაც შეეძლო დუბლი გაეფორმებინა და მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა „მერანელის“ დარტყმული ბურთი არაზუსტი გამოდგა..

 

 ამრიგად, ეროვნულ ლიგა 2-ის დასასრულს, „მერანი“ 36 ქულით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, 36 ქულა აქვს „ცხინვალსაც“, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უპირატესობით „ცხინვალი“ გავიდა პლეი-ოფის ზონაში და ახალ სეზონში ჩვენი გუნდი ლიგა 3-ში იასპარეზებს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 15 38
ბახმარო 16 29
არაგვი 15 28
სამგურალი 16 23
ბორჯომი 16 23
საბურთალო 2 15 22
კოლხეთი 16 21
გორი 16 14
ბეთლემი 16 12
მეშახტე 15 9