1 2 3 4 5
„ცხინვალი“ (ცხინვალი) VS „მერანი“ (მარტვილი) 2:0 - ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება!

   მარტვილის „მერანმა“ ბოლოს წინა ტურის მატჩი მცხეთაში გამართა. „მცხეთა პარკზე“ ნომინალური მასპინძელი „ცხინვალი“ გახლდათ, რომელიც დღევანდელი თამაშის წაგების ან ფრედ დასრულების შემთხვევაში საბოლოოდ კარგავდა შანსს, იმისთვის რომ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა ბოლო ტურამდე გაეგრძელებინა, „მერანს“ კი პლეი-ოფის საგზურისთვის ფრეც ყოფნიდა „ცხინვალთან“ მატჩში.

 

 

  არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თამაშს დაძაბულობა საწყისი წუთებიდანვე ახლდა. „მერანელებს“ პირველ ნახევარში შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა ალოგიკური გოლი მიიღეს სტუმრებმა, პირველი ტაიმის კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როცა სტუმართა კიპერის და მცველის შეუთანხმებელი თამაშით ჩუკა ოგბუმ ისარგებლა და ანგარიში გახსნა-1:0.

 

  შესვენების შემდეგ, მარტვილელებმა უფრო დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და რამდენიმე ეპიზოდში შეეძლოთ თამაშის გადარჩენა. გოლის გატანასთან ახლოს იყო ნიკოლოზ ხინთიბიძე, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა „მერანელი“, თუმცა საბოლოოდ ტირიჩმა იხსნა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან. კიდევ ორ ეპიზოდში ითამაშა შესანიშნავად ტირიჩმა, ჯერ დათა ციცხვაიას შორეული გასროლა გაანეიტრალა, შემდეგ კი ევგენი ზახარჩენკოს არ გაატანინა ახლო მანძილიდან, ამ ეპიზოდში მცველებიც დაეხმარნენ ხორვატ კიპერს.

 

  მთელი გუნდით შეტევაზე გადასულ ჭყონდიდელებს, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კონტრიერიში გამოეპარათ და 93-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლუკა ვარძელაშვილმა საბოლო შედეგი დააფიქსირა-2:0.

 

  ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრას „მერანი“ საკუთარ არენაზე გამართავს. 7 დეკემბერს მარტვილის გუნდი „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს და გამარჯვების ან ფრის შემთხვევაში ოფიციალურად მოიპოვებს პლეი-ოფის საგზურს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0