ორი ტურიც და ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშება ისტორიის კუთვნილება გახდება. „მერანს“ 35-ე ტურში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის გამართვა მოუწევს, ამჯერად სტუმრად. ჩვენი გუნდის მეტოქე საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ იქნება, რომელიც ამ მატჩის ფრედ დასრულების ან წაგების შემთხვევაში ოფიციალურად დატოვებს ეროვნულ ლიგა 2-ს. ჩვენი გუნდი კი იმისთვის იბრძვის, რომ პლეი-ოფის გარეშე შეინარჩუნოს ადგილი ეროვნულ ლიგა 2-ში, ამდენად კიდევ ერთი პრინციპული და საინტერესო მატჩის მოლოდინშია გულშემატკივარი.
წინა ტური "მერანისთვის" წარმატებული გამოდგა. ჭყონდიდელებმა საკუთარ მოედანზე ევგენი ზახარჩენკოს და ცოტნე ფაცაციას გოლებით 2-0 დაამარცხეს "ნორჩი დინამო". ბათუმში, „ანგისას ბაზაზე“ დიდი ანგარიშით 0-4 წააგო ჩვენმა მეტოქემ აწ უკვე ეროვნული ლიგის წარმომადგენელ ბათუმის „დინამოსთან“.
ურთიერთშეხვედრები
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, 19 მატჩი გამართეს გუნდებმა არსებობის ისტორიაში ერთმანეთის წინააღმდეგ და სტატისტიკის მიხედვით სრული თანაფარდობაა, რადგან მათ აქტივში 7-7 მოგება და 5 ფრეა.
დანაკლისი
ხვალინდელი დაპირისპირების გამოტოვება არცერთი გუნდის ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაციის გამო.
P.S. "ცხინვალი" - "მერანის" მატჩი ხვალ, 2 დეკემბერს მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“ 14:00 საათზე დაიწყება და თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ჩვენი ფეისბუქ გვერდი შემოგთავაზებთ.
![]() |
მერანი | 0 | 0 |
![]() |
სამგურალი | 0 | 0 |
საბურთალო 2 | 0 | 0 | |
კოლხეთი | 0 | 0 | |
მეშახტე | 0 | 0 | |
ბახმარო | 0 | 0 | |
ბორჯომი | 0 | 0 | |
გორი | 0 | 0 | |
არაგვი | 0 | 0 | |
ბეთლემი | 0 | 0 |