1 2 3 4 5
ფრე შევარდენთან: მერანი – შევარდენი 1:1

    მარტვილის „მერანმა“ „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლა. ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჭყონდიდელები კიდევ უფრო გაზრდიდნენ ქულათა სხვაობას კონკურენტებთან, თუმცა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

 

 მიუხედავად დღევანდელი შედეგისა, „მერანი“ ამ ეტაპზე კვლავ რჩება სატურნირო ცხრილში იმ პოზიციაზე, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენის გარანტიას იძლევა, თუმცა ძალიან პრინციპული იქნება დარჩენილი ოთხი მატჩი, რადგან ჯერ ცხრილის ბოლოში მყოფ ოთხივე გუნდს ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი აქვს.

 

 რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა შემართებით დაწყეს თამაში და კარგი ეპიზოდებიც შექმნეს მეტოქე გუნდის კართან, ანგარიში გოგიტა გოგატიშვილის გოლით სტუმრებმა გახსნეს 26-ე წუთზე.

 

 „მერანელებმა“ პირველ ნახევარშივე აღადგინეს წონასწორობა, კიჭი მელიავას ზუსტი, გამოზომილი გადაცემის შემდეგ, „შევარდენის“ საჯარიმოში მყოფმა „მერანის“ უკრაინელმა ლეგიონერმა - ამეტ დუგუმ აუღებელი თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში - 1:1. ეს დუგუსთვის, „მერანის“ მაისურით გატანილი მეოთხე გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში.

 

 განსაკუთრებით დიდი ძალებით უტევდა „მერანი“ მეტოქეს მეორე ნახევარში და გოლის გატანის ძალიან კარგი შანსები ჰქონდათ, დათა ციცხვაიას, ნიკოლოზ ხინთიბიძეს, გიორგი ციმაკურიძეს... თუმცა საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

 

 როგორც თავში ვახსენეთ, ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „მერანს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს კიდევ ერთ პრინციპულ მეტოქესთან, წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართავს. „სამგურალი“ – „მერანის“ თამაში ქუთაისში 22 ნოემბერს გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0