1 2 3 4 5
"მერანი" VS "შევარდენი" - მატჩამდე!

 11 ნოემბერს, მარტვილის "მერანი" ეროვნული ლიგა 2-ის XXXII ტურის მატჩს გამართავს საკუთარ არენაზე.

 

 ჩვენი გუნდი "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე თბილისის "შევარდენს" უმასპინძლებს.

 

 "მერანი" 31 ტური თავზე, 32 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში, რაც შეეხება ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს, "შევარდენს" 46 ქულა აქვს და ერთი საფეხურით მაღლაა.

 

 წინა ტურში, "მერანმა" გიორგი გეგიას და დათა ციცხვაიას გოლებით სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა აიღო სტუმრად, "ჩელე არენაზე", სადაც უშუალო მეტოქე დაამარცხა.

 

 XXXI ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე წააგო მინიმალური ანგარიშით 0:1 "შევარდენმა" გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ბათუმის "დინამოსთან".

 

ურთიერთშეხვედრები
"მერანი" - "შევარდენის" ურთიერთშეხვედრების ისტორია ხანმოკლეა და სულ სამ მატჩს ითვლის. ამ მხრივ უპირატესობა სტუმრების მხარესაა, რადგან სამი დაპირისპირებიდან ორში თბილისელებმა იმარჯვეს, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

 

დანაკლისი
"შევარდენთან" მატჩში საკუთარი გუნდს ვერ დაეხმარება "მერანის" კიპერი - კახაბერ მეშველიანი, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ხვალინდელ თამაშს. სტუმრებს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავთ.

 

P.S. "მერანი" - "შევარდენის" მატჩი, მარტვილში 11 ნოემბერს გაიმართება, შეხვედრა 14:00 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0