1 2 3 4 5
"შუქურა" VS "მერანი" - მატჩამდე

      6 ნოემბერს, მარტვილის "მერანი" მორიგ კალენდარულ მატჩს გამართავს ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში. ჩვენი გუნდი ქობულეთში, "ჩელე არენაზე" უშუალო კონკურენტ, "შუქურას" დაუპირისპირდება.

 

 სატურნირო ცხრილში "მერანი" 29 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს კი ორი ქულით მეტი აქვს და მე-7 ადგილს იკავებს, ასე რომ ეს დუელი ექვსქულიანი მატჩების კატეგორიას განეკუთვნება და "ჩელე არენაზე" საინტერესო, დაძაბული მატჩი უნდა შედგეს.

 

ურთიერთშეხვედრები
"შუქურა" - "მერანის" ურთიერთშეხვედრების ისტორია 9 მატჩს ითვლის და უპირატესობა "მერანელების" მხარესაა, რადგან 9 დაპირისპირებიდან ოთხჯერ "მერანმა" გაიმარჯვა, ორჯერ "შუქურამ", 3 თამაში კი ფრედ დასრულდა.

 

დანაკლისი
"მერანი" XXXI ტურის მატჩს დანაკლისის გარეშე შეხვდება. მეგრული კლუბის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება ხვალინდელი თამაშისთვის. მასპინძლებს ცენტრალური მცველი - გიორგი კალანდაძე დააკლდებათ, რომელიც წინა ტურში ბათუმის "დინამოსთან" მატჩში იქნა გაძევებული.

 

მსაჯთა ბრიგადა
"შუქურა" - "მერანის" შეხვედრას შემდეგი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება:
არბიტრი - პ. მაჭარაძე
პირველი ასისტენტი - დ. ახვლედიანი
მეორე ასისტენტი - დ. კურტანიძე
მეოთხე მსაჯი - ბ. გლუშჩუკი

 

"შუქურა" - "მერანის" მატჩი ქობულეთში, "ჩელე არენაზე" 14:30 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0