1 2 3 4 5
„მერანი“ ერთ-ერთ ლიდერთან დამარცხდა

  ეროვნული ლიგა 2-ის, 30-ე ტურის მატჩი გამართა მარტვილის „მერანმა“ საკუთარ არენაზე. ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის „ვიტ ჯორჯია“ გახლდათ, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა.

 

 მიუხედავად იმისა, რომ „მერანელებს“ რთული მეტოქე ჰყავდათ, საკმაოდ კარგად დაიწყეს მატჩი და უმეტესწილად მასპინძლები აკონტროლებდნენ ბურთს, თუმცა შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომლის ავტორი 73-ე წუთზე პაატა ღუდუშაური გახდა.

 

 გაშვებული გოლის შემდეგ, მარტვილელებს თამაშის გადასარჩენად გარკვეული დრო ჰქონდათ და „მერანის“ ფეხბურთელებს მონდომება არ დაუკლიათ, თუმცა სტუმრებმა ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ შეხვედრა „ვიტ ჯორჯიას“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

 

 „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის მომდევნო ტურის მატჩს ქობულეთში გამართავს. ჩვენი გუნდი 6 ნოემბერს, „ჩელე არენაზე“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 32 67
ვიტ ჯორჯია 32 56
გაგრა 32 21
ნ. დინამო 32 50
თელავი 32 44
შევარდენი 1906 32 43
მერანი 32 33
სამგურალი 32 32
შუქურა 32 32
ცხინვალი 32 29