1 2 3 4 5
მნიშვნელოვანი ქულა და კარგი თამაში: „თელავი“ – „მერანი“ 0-0

      ჰაერივით საჭირო ქულა მოიპოვა გასვლით მატჩში მარტვილის „მერანმა“, რომელიც სამი წამყვანი მოთამაშის დანაკლისით ჩავიდა თელავში (ვაჟა ფაცაცია, თორნიკე მოსიაშვილი და ევგენი ზახარჩენკო დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს).

 

  მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სადებიუტო მატჩი ჰქონდა ბაგრატ ხელაიას, რომლის გუნდმა, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი ქულა აიღო „თელავთან“ და გამარჯვებასაც იმსახურებდა.

 

  „გივი ჩოხელზე“ სტუმრებმა პირველივე წუთებიდანვე იგდეს ხელთ მატჩის სადავეები და თამაშის დაწყებიდან ორ წუთში ორი რეალური მომენტი შექმნეს მეტოქე გუნდის კართან. ჯერ ნიკოლოზ ხინთიბიძემ გაითამაშა ვანო კურდღელაშვილთან კედელი და ახლო მანძილიდან დაურტყა „თელაველთა“ კიპერს, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, სანიკიძემ კუთხურზე მოიგერია ბურთი. კუთხური კარგად გაითამაშეს მარტვილელებმა და პაპუნა მოსემღვდლიშვილის პასით, დათა ციცხვაია ურტყამდა თავით, თუმცა ამჯერადაც გადარჩნენ მასპინძლები.

 

  მე-5 წუთზე კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი 19 წლის ლუკა სანიკიძემ, ცოტნე ფაცაციას მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, გამოცდილმა გიორგი ციმაკურიძემ დაარტყა თავით ახლო მანძილიდან, თუმცა „თელავის“ კიპერი ამჯერადაც უშეცდომო იყო.

 

  ორი რეალური მომენტი ჰქონდა „თელავს“, როცა შეეძლო მეტოქეს ანგარიშის გახსნა, თუმცა ორივე შემთხვევაში დამაჯერებელი იყო გოგი კულუა, რომელიც გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა „მერანს“. მე-16 წუთზე ექს-მერანელი ვასიკო გოგოლიძე გავიდა მეკარესთან პირისპირ და კულუამ იყოჩაღა, 63-ე წუთზე კი ჯაბა დვალის თავური დარტყმა გაანეიტრალა მარტვილელთა კიპერმა.

 

  მეორე ნახევარში, ისევე როგორც პირველ ტაიმში ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს „მერანელებმა“, მაგრამ გოლი არ გადიოდა. შედეგად, საბოლოოდ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ქულას, რომელიც „თელავში“ მოიპოვა ჩვენმა გუნდმა ოქროს ფასი აქვს, რადგან სატურნირო ცხრილში „მერანის“ მთავარი ამოცანაა სახიფათო ზონას დააღწიოს თავი. მარტვილელები ამ მომენტისთვის 29 ქულით მე-7 პოზიციაზე არიან, თუმცა ორ უშუალო კონკურენტ - „ცხინვალს“ და „შუქურას“ ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.

 

 „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს მარტვილში გამართავს. ჩვენი გუნდი 30 ოქტომბერს, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0