1 2 3 4 5
„მერანი“ VS “ცხინვალი“ - მატჩამდე!

    ხვალ, 29 სექტემბერს, მარტვილის „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მორიგი ტურის მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ უმასპინძლებს.

 

 XXV ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. „მერანი“ „შატილზე“ დამარცხდა თბილისის „ნორჩ დინამოსთან“ 1:2. „ცხინვალმა“ კი ბათუმის „დინამოსთან“ დათმო შეხვედრა ანგარიშით 0:3.

 

 სატურნირო ცხრილში, „მერანი“ და „ცხინვალი“ სახიფათო ზონასთან ახლოს არიან და ხვალინდელ პრინციპულ დაპირისპირებაში უშეღავათო ბრძოლა იქნება. ასე, რომ „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენა საინტერესო, დაძაბული მატჩის მოლოდინშია.

 

ურთიერთშეხვედრები
“მერანი“ – „ცხინვალის“ ურთიერთშეხვედრების ისტორია 18 ოფიციალურ მატჩს ითვლის. სტატისტიკის მიხედვით სრული თანაფარდობაა, რადგან გუნდებს 7-7 გამარჯვება აქვთ, 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

 

დანაკლისი
„მერანის“ არცერთ ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელი მატჩის გამოტოვება, რაც შეეხებათ სტუმრებს, ცოტნე მესხი და ნიკოლოზ ყურშავიშვილი ვერ ითამაშებენ „მერანის“ წინააღმდეგ.

 

ეროვნული ლიგა 2-ის, XXVI ტურის მატჩი, „მერანი“ – „ცხინვალი“ მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე 29 სექტემბერს, 16:00 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0