1 2 3 4 5
ბოლო წუთების სინდრომი: „მერანი“ – „სამგურალი“ 1:1

 უკვე მეორე თამაშია, „მერანი“ ბოლო წუთებზე კარგავს ქულებს. თუ წინა ტურში „შევარდენთან“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი ჩვენმა გუნდმა, დღეს „სამგურალთან“ საშინაო მატჩში 86-ე წუთამდე 1:0 ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაათანაბრეს ანგარიში წყალტუბოელებმა..

 

 სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დღევანდელ თამაშში ფრე ლოგიკური შედეგი იყო, რადგან „მერანს“ გამარჯვების გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ რომ არა კახაბერ მეშველიანი, იგივე შანსის გამოყენება სტუმრებსაც შეეძლოთ, თუმცა „მერანის“ კიპერი უშეცდომო იყო „სამგურალთან“ დაპირისპირებაში.

 

 პირველი ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და უფრო თვალსასეირო ფეხბურთი მეორე ნახევრიდან გაჩაღდა, ამას ხელი „მერანის“ მიერ გატანილმა გოლმაც შეუწყო, რადგან „სამგურალი“ აგებდა და ვაბანკზე წავიდა, „მერანს“ კი მეტი სივრცეები მიეცა და საკმაოდ სახიფათო იყო მარტვილელთა იერიშები.

 

 გოლი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ციმაკურიძემ გაიტანა. საჯარიმო დარტყმა რომან მირონენკომ შეასრულა, უკრაინელის მიერ „სამგურალის“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კი აუღებელი თავური დარტყმით მოათავსა ნონოსის კარში “მერანელმა”.

 

 „სამგურალის“ ფეხბურთელები არ გატყდნენ და თამაშის გადასარჩენად ბოლომდე გაიბრძოლეს. ოთხი წუთი აშორებდა „მერანს“ მეტად საჭირო 3 ქულას, როცა ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, ბაქარ ლაღაძე გაიყვანეს თანაგუნდელებმა კარგ პოზციაზე და ამ უკანასკნელმაც ზუსტი დარტყმით აღადგინა წონასწორობა-1:1.

 

 „მერანი“ 27 ქულით კვლავ მე-7 პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს დავით ყიფიანის სახელობის თასზე გამართავს. 19 სექტემბერს, 15:30 საათზე, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე „მერანის“ მეტოქე თბილისის „დინამო“ იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25