1 2 3 4 5
„მერანი“ VS „სამგურალი“ - მატჩამდე!

  სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 2-ის, 24-ე ტურის მატჩს გამართავს მარტვილის „მერანი“. ჩვენი გუნდი „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.

 

 წინა ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. თუ „მერანმა“ ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დასანანი მარცხი იწვნია თბილისში „შევარდენთან“, წყალტუბოელები ნომინალური მასპინძლის სტატუსით დამარცხდნენ მარტვილში გათამაშების ლიდერთან.

 

 ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, მით უფრო იძაბება სიტუაცია სატურნირო ცხრილში და ხვალინდელ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის ოქროს ფასი ექნება, მარტვილელებს საკუთარი არენა და სტატისტიკა უმაგრებთ ზურგს. მეტოქეს კი უკან დასახევი გზა არა აქვს, ასე რომ ხვალ, „მურთაზ ხურცილავაზე“ საინტერესო მატჩი უნდა შედგეს.

 

ურთიერთშეხვედრები
ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, „მერანი“ წყალტუბოს გუნდთთან უდანაკარგოა. “მერანი“ – „სამგურალის“ დაპირისპირების ისტორია 11 ოფიციალურ მატჩს ითვლის. აქიდან „მერანმა“ 9 შეხვედრა მოიგო და ორი ფრედ დაასრულა.

 

დანაკლისი
მარტვილელებს, „სამგურალთან“ მატჩში გამოცდილი ცენტრალური მცველი, გიორგი ტყეშელაშვილი დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო. ანალოგიური მიზეზით, აღნიშნულ თამაშში „სამგურალს“ ვერ დაეხმარება, ივანე კილაძე.

 

„მერანი“ – „სამგურალის“ მატჩი მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე 16 სექტემბერს, 16:30 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 35 73
ვიტ ჯორჯია 35 62
გაგრა 35 55
ნ. დინამო 35 51
თელავი 35 48
შევარდენი 1906 35 43
სამგურალი 35 41
შუქურა 35 38
მერანი 35 36
ცხინვალი 35 33