1 2 3 4 5
"მერანი" "მცხეთა პარკზე" დამარცხდა

  წარუმატებელი გამოდგა მე-17 ტურის მატჩი „მერანისთვის“. მარტვილელები „მცხეთა პარკზე“ საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმეს შეხვედრა.

 

 კაპიტნის გარეშე მოთამაშე „მერანმა“ (მცირე ტრავმის გამო, ვაჟა ლომაშვილმა ტრიბუნებიდან ადევნა თვალი მატჩს), შეხვედრის 24-ე წუთზე გაუშვა გოლი. ნიკა წივწივაძის მიერ დარტყმული ბურთი გვერდითა ძელს შეეხო და შემდეგ გავიდა კარში.

 

 სტუმრებს პირველ ნახევარში ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლაც შეეძლოთ, რადგან ზედიზედ ორი იდეალური მომენტი ჰქონდათ და ორივე შემთხვევაში ირაკლი კლიმიაშვილს მართებდა გოლის გატანა, თუმცა პირველ ეპიზოდში ლუკა გადრანმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი და გადაარჩინა საკუთარი გუნდი, მეორე შემთხვევაში კი „ცხინვალელთა“ კიპერმა ივარგა.

 

 მეორე ნახევარში ძირითადად „მერანი“ დომინირებდა და მეტ-ნაკლებად სახიფათო ეპიზოდებს ქმნიდა, თუმცა ჭყონდიდელებმა თამაშის გადარჩება ვერ შესძლეს და მატჩი ნომინალური მასპინძლის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

 

 „მერანი“ მეორე წრის ბოლო შეხვედრას 6 ივლისს გამართავს. მე-18 ტურში ჩვენი გუნდი ბათუმის „დინამოს“ დაუხვდება საკუთარ მოედანზე.

 

 „მერანის“ მთავარი მწვრთნელის, ანატოლი პისკოვეცის თქმით, საზაფხულო შესვენებაზე გუნდი რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება და გააგრძელებს ბრძოლას, როგორც ჩემპიონატზე ისევე საქართველოს თასზე.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 20 38
ვიტ ჯორჯია 20 32
გაგრა 20 32
ნ. დინამო 20 31
თელავი 20 28
ცხინვალი 20 25
მერანი 20 24
შევარდენი 1906 20 24
შუქურა 20 22
სამგურალი 20 18