1 2 3 4 5
"მერანი" VS "ნ. დინამო" - მატჩამდე!

    24 ივნისს, მარტვილის "მერანი" საშინაო შეხვედრას გამართავს საკუთარ მოედანზე.

 

 ეროვნული ლიგა 2-ის, მე-16 ტურის მატჩში მარტვილელების მეტოქე თბილისის "ნორჩი დინამო" იქნება.

 

 ანატოლი პისკოვეცის კონტიგენტმა ბოლო ორი შეხვედრა წარმატებულად დაასრულა. დავით ყიფიანის სახელობის თასზე "მარკ სტარსთან" 4-2 მოგებული მატჩის შემდეგ, "მერანელებმა" ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვეს ეროვნულ ლიგა 2-ში, წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ ლანჩხუთში.

 

 "ნორჩ დინამოსთან" მატჩში სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, "მერანი" კიდევ უფრო გააუმჯობესებს მდგომარეობას სატურნირო ცხრილში, ასე რომ, ხვალინდელ დაპირისპირებაში რევანშის ასაღებად ყველაფერს გააკეთებენ ჭყონდიდელები.

 

 კარგი დებიუტი აქვს ეროვნულ ლიგა 2 -ში ჩვენს მეტოქეს, "ნორჩ დინამოს", სადაც რამდენიმე ექს-მერანელი თამაშობს, თბილისურ გუნდს 15-ტურის შემდეგ, 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა.

 

 "მერანი" VS "ნორჩ დინამოს" ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ხუთი ოფიციალური მატჩია და მცირე უპირატესობა აქვთ სტუმრებს. ხუთი დაპირისპირებიდან "მერანმა" ორი მოიგო, სამი შეხვედრა კი "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა.

 

  ხვალინდელი თამაშის გამოტოვება არცერთი გუნდის ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაციის გამო.

 

 "მერანი" - "ნორჩი დინამოს" მატჩი მარტვილში, "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე 24 ივნისს 18:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25