1 2 3 4 5
მარტვილელთა ქამბექი ლანჩხუთში | „სამგურალი“ VS „მერანი“ 2:4

      უხვგოლიანი, საინტერესო, მატჩი გაიმართა ლანჩხუთში, სადაც წყალტუბოს „სამგურალმა“ მარტვილის „მერანს“ „უმასპინძლა“. ჭყონდიდელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს გასვლით შეხვედრაში და აღნიშნულ დაპირისპირებაში, სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერი ჩადეს ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილებმა.

 

 პირველ ნახევარში სწრაფი გოლები იხილეს „მერანის“ და „სამგურალის“ გულშემატკივრებმა, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან და ომახიანად ქომაგობდნენ თავიანთ გუნდებს.

 

 მე-8 წუთზე, „ექს-მერანელი“ ზაურ გოგუაძე "მერანის" საჯარიმოსთან ორ მეურვეს გაცდა და დააწინაურა „სამგურალი“. მარტვილელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ერთი წუთი ეყოთ. მე-9 წუთზე, ვანო კურდღელაშვილმა შორეული დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

 

 31-ე წუთზე, ნომინალური მასპინძლები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ თენგიზ ბრეგვაძის მიერ გატანილი გოლით - 2:1.

 

 მეორე ნახევარში "მერანმა" თამაში უფრო დაალაგა, მეტოქეზე ზეწოლაც გააძლიერა და ამან შედეგი მალე გამოიღო. 54-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დათა სიჭინავამ კუთხურის ალამიდან მოაწოდა ბურთი კარგად, საჯარიმოში მისი ადრესატი ვაჟა ლომაშვილი გახლდათ, რომელიც თავური დარტყმით კარში გზავნიდა ბურთს, საბოლოოდ ნიკოლოზ ხინთიბიძე შეეხო ბურთს და "მერანმა" მეორედ გაათანაბრა - 2:2.

 

 70-ე წუთზე კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანეს სტუმრებმა, ბრწყინვალე კომბინაცია და ნიკოლოზ ხინთიბიძისგან ქუსლით მიღებული გადაცემა ვანო კურდღელაშვილმა მორიგი გოლით დააგვირგვინა - 2:3.

 

 შეხვედრის ბოლო წუთზე კი თავად ხინთიბიძემ გაიფორმა დუბლი. დათა სიჭინავას გრძელი პასის შემდეგ, თითქმის დაკარგულ ბურთზე იბრძოლა "მერანის" "ცხრიანმა" და მეტოქე გუნდის მცველს აჯობა, საჯარიმოში მეკარესაც ცრუ მოძრაობით აუარა გვერდი და საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა "მერანის" სასარგებლოდ.

 

 ამ გამარჯვებით „მერანმა“ „სამგურალს“ გადაუსწრო და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე აინაცვლა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 24 ივნისს მარტვილში გამართავს, მეტოქე თბილისის „ნორჩი დინამო“ იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 20 38
ვიტ ჯორჯია 20 32
გაგრა 20 32
ნ. დინამო 20 31
თელავი 20 28
ცხინვალი 20 25
მერანი 20 24
შევარდენი 1906 20 24
შუქურა 20 22
სამგურალი 20 18