1 2 3 4 5
„მერანი“ თასს „მარკ სტარსით“ იწყებს!

   12 ივნისს, მარტვილის „მერანი“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ჩვენი გუნდი თასის 1/16 ფინალში თბილისის “მარკ სტარსს“ დაუპირისპირდება.

 

 “მერანის“ არსებობის ისტორიაში, კლუბის ყველაზე დიდი წარმატება საქართველოს თასს უკავშირდება, რადგან 2016 წელს, "მერანის" მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის დამოძღვრილებმა ერთი ამოსუნთქვით გადალახეს ყველა ეტაპი და თასის ფინალში მინიმალური ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ ქუთაისის „ტორპედოსთან“.

 

 საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სათასო ბატალიებში, „მერანის“ ახალ თავკაცსაც, რადგან ანატოლი პისკოვეცმა „გაგრაში“ მუშაობის დროს საქართველოს თასს დაეუფლა და მისმა გუნდმა ევროასპარეზზეც ღირსეულად იასპარეზა.

 

 რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს. თბილისის „მარკ სტარსი“ მესამე ლიგის ბინადარია. თბილისელები სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზე არიან და ლიგა 3-ში დასარჩენად იბრძვიან.

 

 „მარკ სტარსი“ და „მერანი“ ოფიციალურად სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორივე მატჩი 2016 წელს გაიმართა. გარდამავალ ჩემპიონატში, „მერანმა“ თბილისში 3:1 დაამარცხა „მარკ სტარსი“, მარტვილში კი ფრედ 1:1 დასრულდა მატჩი.

 

 დისკვალიფიკაციის გამო „მარკ სტარსის“ რიგებში ლევან წამალაშვილი გამოტოვებს ხვალ გასამართ მატჩს.

„მარკ სტარსი“ – „მერანის“ შეხვედრა დუშეთში, „ომც“-ს სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
ვიტ ჯორჯია 16 30
ნ. დინამო 15 25
დინამო ბთ 15 25
გაგრა 15 23
თელავი 15 22
შევარდენი 1906 16 21
ცხინვალი 16 20
მერანი 15 17
სამგურალი 15 15
შუქურა 15 10