1 2 3 4 5
"მერანი" "თელავთან" დამარცხდა

 

  ეროვნული ლიგა 2-ის, მე-11 ტურის მატჩში მარტვილის „მერანი“  თელავში, ადგლობრივ „თელავთან“ დამარცხდა.

 

„გივი ჩოხელის“ სახელობის სტადიონზე მასპინძლები 24-ე წუთზე, გიორგი ნიქაბაძემ დააწინაურა, რომელსაც მცირე რიკოშეტის შემდეგ, „მერანის“ საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მიუვიდა ბურთი და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.

 

47-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულ გიორგი ციმაკურიძეს ორი წუთი დასჭირდა წონასწორობის აღსადგენად. აღნიშნულ ეპიზოდში, დავით ბოლქვაძემ წამოიწყო სახიფათო შეტევა, რომლის პასის შემდეგ, დავით ლუკავამ იაქტიურა და გიორგი ციმაკურიძემ მიიღო მისგან საგოლე გადაცემა, საბოლოოდ „მერანის“ გამოცდილმა ფეხბურთელმა მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა ლუკა სანიკიძეს.

 

გადამწყვეტი გოლი „მერანის“ კარში ორი ექს-მერანელის მონაწილეობით გავიდა. 67-ე წუთზე,  ვასიკო  გოგოლიძის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ფირუზ მარაქველიძემ ერთი შეხებით გადაგზავნა კარში და საბოლოო შედეგი - 2:1 დააფიქსირა.

 

ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 17 მაისს გამართავს. „მერანელები“ საკუთარ კედლებში გათამაშების ლიდერ, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.

 

ეროვნული ლიგა 2. ტური XI.

„თელავი“ (თელავი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 გიორგი ნიქაბაძე (28’), 1:1 გიორგი ციმაკურიძე (47’), 2:1 ფირუზ მარაქველიძე (67’).

 

„თელავი“: სანიკიძე, თოლორდავა (კ), მარაქველიძე, ნოზაძე (ნ. ბაშელეიშვილი 72’), მურველაშვილი, ჯიქია, ნიაზ ლენა, გოგოლიძე (ნ. ბაშელეიშვილი 84’), ანხელ გონსალესი (იოსელიანი 75’), ხარებაშვილი, ნიქაბაძე.

 

სათადარიგო: ზუროშვილი, ბერიაშვილი, მ. ბაშელეიშვილი, კუკუჯანაშვილი, იოსელიანი, ნ. ბაშელეიშილი, რუხაძე.

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე.

 

„მერანი“: კულუა, მგელაძე, ბურჯანაძე (თოლორდავა 80’), მელიავა, ვ. ფაცაცია, ლომაშვილი (კ), ბოლქვაძე, სიჭინავა (ციმაკურიძე 46’), ლუკავა, კლიმიაშვილი, კუხიანიძე (ც. ფაცაცია 46’).

 

სათადარიგო: მეშველიანი, ხინთიბიძე, გეგია, ციმაკურიძე, თოლორდავა, კურდღელაშვილი, ც. ფაცაცია.

 

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

 

გაფრთხილება: ირაკლი კლიმიაშვილი (25’), გიორგი მურველაშვილი (28’), დავით ბოლქვაძე (56’), ფირუზ მარაქველიძე (57’), ნიკოლოზ ნოზაძე (60’), ლუკა სანიკიძე (90+1).

 

მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25