1 2 3 4 5
„მერანის“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება კაპიტნის და იუბილარის გოლებით!

    ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე წარმატებით დაიწყო მარტვილის „მერანმა“. გამარჯვება მოწყურებული მეგრული კლუბი, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და ვაჟა ლომაშვილის და ბენჟამინ ტეიდის მიერ გატანილი ჩინებული გოლებით 2:0 დაამარცხა მეტოქე.

 

 „ბასაზე“ პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა შანსი დაწინაურებულიყო, თუმცა მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა.

 

 მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაყებული იყო, როცა დათა სიჭინავას მიერ კარგად მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ვაჟა ლომაშვილმა თავური დარტყმით „გაგრას“ კარის ბადე შეარხია.

 

 83-ე წუთზე კი იუბილარის ჯერი დადგა („მერანის“ ნიგერიელი ლეგიონერი, ბენჟამინ ტეიდი დღეს 24 წლის გახდა), რომელმაც კარგი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს და „მერანს. ტეიდმა მოედნის შუაგულში კიჭი მელიავასგან მიიღო ბურთი, საჯარიმოს მისადგომებისკენ დაიძრა და შორეული, უძლიერესი დარტყმით „ცხრიანში“ მოათავსა ბურთი.

 

 მეორე გოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი. „მერანმა“ შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა. დავით ბოლქვაძის კარგი გადაცემის შემდეგ, ნიკოლოზ ხინთიბიძემ ეფექტური თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქე გუნდის კარში, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

 

 ამრიგად, „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოპოვა მე-10 ტურის მატჩში. „მერანელები“ მომდევნო ტურის შეხვედრასაც სტუმრად გამართავენ. მიხეილ მახვილაძის გუნდი, 12 მაისს, „გივი ჩოხელის“ სახელობის სტდიონზე „თელავს“ დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25