1 2 3 4 5
„გაგრა“ VS „მერანი“ – „ბასაზე“!

 მარტვილის „მერანი“ მე-10 ტურის შეხვედრასაც სტუმრად გამართავს. ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის, პირველ მატჩში, მარტვილელები თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ დაუპირისპირდებიან. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

 

 სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ხვალინდელ მატჩში მიხეილ მახვილაძის გაწრთვნილებს ჰაერივით სჭირდებათ დადებითი შედეგის მოპოვება და „ბასაზე“ გასამართ დუელში, სტუმრები წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. ცხრა ტურის თავზე, ჩვენი გუნდი 8 ქულით მეცხრე პოზიციაზეა. „მერანმა“ მეცხრე ტურის შეხვედრა ანგისას ბაზაზე ბათუმის „დინამოსთან“ წააგო 0:1.

 

 პირველი წრის შემდეგ, „გაგრას“ აქტივში 16 ქულაა. ჩვენი მეტოქე სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, თუმცა პირველ და მეორე ადგილზე მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ და „ნორჩ დინამოს“ ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. გაგრელებმა წინა ტურის შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს „შევარდენის“ წინააღმდეგ.

 

 „მერანს“ „გაგრასთან“ მატჩში გიორგი ციმაკურიძე დააკლდება. ჩვენი გუნდის ცენტრალურ მცველს სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ხვალინდელ შეხვედრას. მეტოქე გუნდს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს.

 

 რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, „მერანი“ და „გაგრას“ ურთიერთშეხვედრების ისტორია 11 მატჩს ითვლის. სტატისტიკის მიხედვით უპირატესობა სტუმრების მხარესაა, რადგან 11 დაპირისპირებიდან ხუთჯერ „მერანმა“ გაიმარჯვა, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, დანარჩენი 4 მატჩი კი გაგრელების გამარჯვებით დასრულდა.

 

 „გაგრა“ – „მერანის“ შეხვედრას აბდულა ბასლეჰლო განსჯის. მთავარ არბიტრს, ზ. ბლიაძე (პირველი ასისტენტი), ბ. ჭიჭინაძე (მეორე ასისტენტი) და გ. ვარდიძე (მეოთხე მსაჯი) დაეხმარებიან.

 

 P.S. დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში 3 შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერმა, თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ გიორგი ვასაძის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა „ცხინვალი“. 3:0 მოიგო „ნორჩმა დინამომ“ ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ. გოლები სტუმართა კარში, ბესიკ ჩიმაკაძემ, გოგი ფიფიამ და ვანო შენგელიძემ გაიტანეს. კიდევ ერთი მატჩი კი მარტვილში შედგა, სადაც ნომინალური მასპინძლის სტატუსით მოთამაშე წყალტუბოს „სამგურალმა“ ნულოვანი ფრე ითამაშა თბილისის „შევარდენთან“.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25