1 2 3 4 5
პირველი წრე დასრულდა: "დიბამო" ბთ - "მერანი" 1:0

 პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი გამართა მარტვილის „მერანმა“ ბათუმში და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. სანამ უშუალოდ თამაშს შევეხებოდეთ, ვთქვათ ისიც, რომ ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო ანგისას ბაზაზე. სავსე ტრიბუნები, განათებული სტადიონი და საინტერესო თამაში. ანგისას ბაზა „დინამო“ –„მერანის“ მატჩით გაიხსნა..

 

 შეხვედრა მარტვილელებმა აქტიურად დაიწყეს და მატჩის დებიუტში, 3 წუთიან მონაკვეთში, ზედიზედ 3 კუთხური მოაწოდა დათა სიჭინავამ. შედარებით სახიფათო იყო მესამე კუთხური, თუმცა ამ ეპიზოდში ალავიძემ ითამაშა დამაჯერებლად. მალე მასპინძლებმაც შეუტიეს მწვავედ, თამაში გათანაბრდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

 

 ტაიმის მიწურულს, ორი საკმაოდ სახიფათო მომენტი გაცვალეს გუნდებმა და ორივე შემთხვევაში ქების ღირსია მიხეილ ალავიძე და გოგი კულუა. 29-ე წუთზე ბათუმელთა კაპიტანმა, ვალერიან თევდორაძემ გაისროლა ბურთი საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად, კულუამ ნახტომში მოიგერია. 35-ე წუთზე კი დავით ბოლქვაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის დროს კულუას ვიზავიმ ითამაშა ჩინებულად და თავისი გუნდი გადაარჩინა.

 

 42-ე წუთზე, კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი შესანიშნავი თამაშით გოგი კულუამ, რადგან გურამ ადამაძის მიერ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზთან გააქვავა სტუმართა კიპერმა.

 

 მეორე ტაიმშიც იქმნებოდა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან. შეხვედრის საერთო სურათიდან გამომდინარე კი უფრო საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა თამაში, თუმცა 70-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. აღნიშნულ ეპიზოდში ბათუმელთაგან ფარტენაძემ კარში დაარტყა, მაგრამ, საბოლოოდ მეკარის ბაქანთან ახლოს მყოფ ამირან აბუსელიძეს მიუვიდა ბურთი და “დინამოელმა” ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.

 

 დარჩენილ დროში „მერანელებს“ მონდომება და ცდა არ დაუკლიათ თამაშის გადასარჩენად, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩსაც სტუმრად გამართავს.ჩვენი გუნდი 5 მაისს, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ „გაგრას“ დაუპირისპირდება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 20 38
ვიტ ჯორჯია 20 32
გაგრა 20 32
ნ. დინამო 20 31
თელავი 20 28
ცხინვალი 20 25
მერანი 20 24
შევარდენი 1906 20 24
შუქურა 20 22
სამგურალი 20 18