1 2 3 4 5
"მერანი" "ნორჩ დინამოსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

    მარტვილის „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის, მე-7 ტურის მატჩში „ნორჩ დინამოსთან“ 0:1 დამარცხდა. არადა წესით, „შატილის“ სტადიონზე მარტვილელები შეხვედრის დებიუტშივე უნდა დაწინაურებულიყვნენ, რადგან თამაშის პირველივე წუთზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა, სევასტი თოდუამ. მისი არაზუსტი გადაცემით დათა სიჭინავამ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულს ანგარიში უნდა გაეხსნა, თუმცა შეყრილაძეს ვერ აჯობა..

 

 პირველ ნახევარში ძირითადად „მერანი“ ფლობდა ბურთს და სახიფათო მომენტებიც „ნორჩ დინამოელთა“ კართან იქმნებოდა. მე-14 წუთზე ჯერ ძელმა იხსნა მასპინძელთა კარი, როცა დათა სიჭინავას მიერ მეტოქე გუნდის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარისკენ წავიდა, დამატებაზე კი ვანო კურდღელაშვილის დარტყმული ბურთი კიპერმა მუშტებით მოიგერია.

 

 27-ე წუთზე კი ისევ სიჭინავა იყო მიზანთან ახლოს, რადგან მის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი „დინამოს“ ფეხბურთელმა გამოიტანა საკუთარი კარის ხაზიდან.

 

 ტაიმის განმავლობაში სტუმრები სახიფათო მომენტებს უხვად ქმნიდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდათ სიზუსტე ან მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე თამაშობდა დამაჯერებლად.

 

 მეორე ნახევარში „ნორჩმა დინამომ“ თამაში შედარებით გამოასწორა, მაგრამ თამაში მაინც „მერანის“ კარნახით მიმდინარეობდა. 55-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა მეშველიანის კარის მიმართულებით. სტანდარტი გოგი ფიფიამ შეასრულა. საბოლოოდ, „მერანის“ საჯარიმოში მცველების უყურადღებო თამაშით იაგო დეისაძემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 1:0.

 

 დარჩენილ დროში მარტვილელებმა თამაშის გადარჩნა სცადეს და საკმაოდ მწვავედ შეუტიეს მეტოქეს. კარგი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ სერგეი ტრეტიაკს, თუმცა ვერ გამოიყენა. 
83-ე წუთზე კი დათა სიჭინავას მიეცა ისევ შანსი, საჯარიმო დარტყმით აღედგინა წონასწორობა და „მერანელმაც“ ზუსტად დაარტყა კარში, თუმცა შეყრილაძემ პოზიცია კარგად შეარჩია და ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი.

 

 საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. „მერანი“ პირველი წრის ბოლოს წინა მატჩს 26 აპრილს გამართავს. მარტვილელები საკუთარ არენაზე საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფს.



უკან

გათამაშების ცხრილი
ვიტ ჯორჯია 12 23
ნ. დინამო 12 21
დინამო ბთ 12 20
გაგრა 12 20
შევარდენი 12 19
თელავი 12 18
ცხინვალი 12 17
მერანი 12 12
სამგურალი 12 11
შუქურა 12 5