1 2 3 4 5
უხვგოლიანი ფრე „სამგურალთან“: „მერანი“ – „სამგურალი“ 2:2

  უხვგოლიანი, საინტერესო და დრამატული გამოდგა მარტვილში გამართული მე-6 ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „მერანი“ და წყალტუბოს „სამგურალი“ დაუპირისპირდნენ.

 

 „მერანი“ საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდა მეტოქეს და ჭყონდიდელებისთვის თამაშიც კარგად დაიწყო, რადგან მატჩის დებიუტში, მე-2 წუთზე უკვე 1:0 იგებდა „მერანი“. დათა სიჭინავამ საჯარიმოს მისადგომებიდან სტანდარტი შეასრულა ზუსტად, ჩვეულ სტილში და „მერანის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა - 1:0.

 

 სტუმრებმა მალე აღადგინეს წონასწორობა, აღნიშნულ ეპიზოდში გაბრიელ საღრიშვილმა ითამაშა კარგად და ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:1. მე-14 წუთზე კი საღრიშვილმა მეორედ აიღო მეტოქე გუნდის კარი - 1:2.

 

 ანგარიში დათა სიჭინავამ გაათანაბრა. შეხვედრის მე-19 წუთზე ვანო კურდღელაშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა სიჭინავამ შეასრულა ზუსტად 2:2.

 

 მასპინძლებს ხუთ წუთში შეეძლოთ წინ გასულიყვნენ, რადგან სერგეი ტრეტიაკის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესებს არღვევდა ბანძელაძე და წესით პენალტი უნდა დანიშნულიყო „სამგურალის“ კარის მიმართულებით..

 

 პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დათა სიჭინავას იდეალური შანსი მიეცა ჰეთ-თრიქი გაეფორმებინა. მელიავას კარგი პასის შემდეგ მეკარესთან პირისირ გავიდა „მერანელი“ თუმცა საბოლოოდ ნონოსს ვერ აჯობა.

 

 ნონოსი ვახსენეთ და ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში აშკარად დაინდო მთავარმა არბიტრმა სტუმართა კიპერი, რომელიც წითელ ბარათს იმსახურებდა, რადგან შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ ხინთიბიძე საჯარიმოს გარეთ შეაჩერა უხეში თამაშით სტუმართა კიპერმა.

 

 ხინთიბიძეს მეორე რეალური შანსიც ჰქონდა, „მერანის“ ცხრიანმა 75-ე წუთზე კურდღელაშვილისგან კარგი გადაცემა მიიღო მაგრამ საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა ზუსტი.

 

 მიუხედავად იმისა, რომ „მერანი“ მეორე ტაიმში შეტევაში დიდი ძალებით გადაერთო, ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0