1 2 3 4 5
"მერანმა" "შუქურა" დაამარცხა

     უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა მარტვილის „მერანმა“ საშინაო შეხვედრაში. ჭყონდიდელები დღეს, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდნენ და ნიკა მგელაძის მიერ 53-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

 

 „მერანის“ რიგებში დღევანდელ მატჩში, ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი და უნდა ითქვას, რომ დებიუტანტებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. დათა სიჭინავამ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, აქტიური იყო ირაკლი კლიმიაშვილი, შეცვლაზე შემოსული სერგო კუხიანიძე და შალვა ბურჯანაძეც კარგად ჩაერთვნენ თამაშში. კახაბერ მეშველიანს კი საუკეთესო მატჩი ჰქონდა მარტვილელთა რიგებში და „მერანის“ დღევანდელ გამარჯვებაში მასპინძელთა კიპერს ლომის წილი მიუძღვის.

 

 გოლი სტანდარტულიდან გაიტანეს მიხეილ მახვილაძის შეგირდებმა. 53-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა „შუქურას“ კარის მიმართულებით. დათა სიჭინავამ „შუქურას“ საჯარიმოში „მერანის“ ცენტრალურ მცველს, ნიკა მგელაძეს ბურთი თავზე დაასვა, რომელმაც ზუსტი, აუღებელი თავური დარტყმით სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა სტუმართა კარში.

 

 ამ გამარჯვების შემდეგ, „მერანს“ 7 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 4 აპრილს გამართავს სტუმრად, თბილისის „შევარდენთან“.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 32 67
ვიტ ჯორჯია 32 56
გაგრა 32 21
ნ. დინამო 32 50
თელავი 32 44
შევარდენი 1906 32 43
მერანი 32 33
სამგურალი 32 32
შუქურა 32 32
ცხინვალი 32 29