1 2 3 4 5
„მერანმა“ თურქული შეკრება დაასრულა

    მარტვილის „მერანმა“ თურქეთში შეკრება დაასრულა. „მერანელები“ საქართველოში ხვალ გამთენიისას იქნებიან, ორი დღე დაისვენებენ და 18 თებერვლიდან უკვე მარტვილში გააგრძელებენ მომზადებას 2018 წლის ჩემპიონატისთვის.

 

 თურქეთში, ქალაქ სიდეში, ჩვენმა გუნდმა ორი კვირა დაჰყო და ხუთი ტესტ-მატჩი გამართა. („დინამო“ (21) კიევი - „მერანი“ 3:1, „შახტარი“ (21) დონეცკი – „მერანი“ 0:2, „დინამო“ ვრანი - „მერანი“ 2:1, მიედზ ლეგნიცა - „მერანი“ 1:0, „ვოლინი“ – „მერანი“ 1:0).

 

 შეკრებაზე, გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიხეილ მახვილაძის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი გახლდათ. "მერანის" თავკაცის თქმით, გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „მერანმა“ ჩემპიონატის სტარტამდე საკმაოდ ნაყოფიერი სამზადისი გაიარა, რაც აუცილებლად გამოადგება ჭყონდიდის კლუბს ეროვნულ ლიგა 2-ში ღირსეულად ასპარეზობისთვის.

 

 რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 1 მარტს დაიწყება. „მერანი“ კი თავის მატჩს 3 მარტს გამართავს. მარტვილელები „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ დაუპირისპირდებიან.



უკან

გათამაშების ცხრილი
ვიტ ჯორჯია 14 26
ნ. დინამო 14 24
დინამო ბთ 14 24
გაგრა 15 23
თელავი 14 21
ცხინვალი 15 20
შევარდენი 1906 14 20
მერანი 15 17
სამგურალი 15 15
შუქურა 14 9