1 2 3 4 5
"მერანი" პოლონურ კლუბთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

 

 

 მარტვილის "მერანმა" თურქეთში, მოსამზადებელ შეკრებაზე, მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა. თავიდან შეხვედრა "სტალ მიელეცთან" იყო დაგეგმილი, თუმცა საბოლოოდ სხვა პოლონურ კლუბთან - მიეძ ლეგნიცასთან გადაწყდა სპარინგ-მატჩი, რომელიც პოლონეთის პირველ ლიგაში მე-4 ადგილზეა და ელიტარულ ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის.

 

 ამხანაგური შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ორმხრივი იერიშებით წარიმართა. 26-ე წუთზე, ლეგნიცას ფეხბურთელმა უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო და დარჩენილი დრო მეტოქე 10 კაცით დარჩა.

 

 "მერანელებმა" მთლიანობაში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და ამ დაპირისპირებაში გამარჯვება თუ არა ფრე მინიმუმ შეეძლოთ დაეფიქსირებინათ, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზას აკლდა სიზუსტე, სხვა შემთხვევაში კი პოლონელთა მეკარე იყო დამაჯერებელი.

 

 ერთადერთი გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე გაიტანა მეტოქემ. დარჩენილ დროში "მერანი" უფრო დიდი ძალებით გადაერთო შეტევაში, თუმცა საბოლოო ანგარიში არ შეცვლილა და შეხვედრა "ლეგნიცა მიეძის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

 

14 თებერვალი. 16:30. თურქეთი. სიდე. 
საკონტროლო მატჩი.

მიეძ ლეგნიცა - მერანი მარტვილი 1:0 (0:0)

 

"მერანის" შემადგენლობა: კულუა, ციმაკურიძე, ვ. ფაცაცია, მელიავა, ჟიშკარიანი, ლომაშვილი, ტეიდი, ბოლქვაძე, მათიაშვილი, ტრეტიაკი, ხინთიბიძე.

სათადარიგო: მეშველიანი, გეგია, ჯანჯღავა, ჟვანია, ც. ფაცაცია, შულაია, ლუკავა, მიქავა.

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25