1 2 3 4 5
"მერანის" ორმხრივი მატჩი

 მარტვილის "მერანი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს, მიხეილ მახვილაძემ "მერანელები" ორ გუნდად გაჰყო და მათ ორმხრივ თამაშში დააკვირდა.

 

 შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა სეზონისწინა სამზადისი დიდი ხანი არაა რაც დაიწყო, ფეხბურთელებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი.

 

 ანგარიში პირველ ტაიმში, "მერანის" ახალგაზრდული გუნდის და საქართველოს 18 წლამდე ნაკრების წევრმა ცოტნე ფაცაციამ გახსნა საჯარიმო დარტყმით. "მერანის" უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი ტრეტიაკმა წონასწორობა აღადგინა. შემდეგ კი ახალწვეულების ჯერიც დადგა. გიორგი ჯანჯღავამ გაიყვანა "თეთრები" ისევ წინ, თუმცა მალე ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ნიკოლოზ ხინთიბიძემ ქუსლით შეაგდო და გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში კი ტრეტიაკმა დააფიქსირა 3:2.

 

 "მერანი" თურქულ შეკრებამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოში, ქუთაისის "ტორპედოს" და წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ.

 

20 იანვარი. 14:00. მარტვილი.
ორმხრივი მატჩი
.

 

"წითლები": კულუა, მგელაძე, ვ. ფაცაცია, გეგია, მელიავა, ლომაშვილი, თოლორდავა, ბოლქვაძე, ტრეტიაკი, ხინთიბიძე, მათიაშვილი.

 

"თეთრები": მეშველიანი, ციმაკურიძე, ჯანჯღავა, ც. ფაცაცია, ჟვანია, ჟიშკარიანი, ტეიდი, კურდღელაშვილი, შულაია, ლუკავა, მიქავა.


გოლები: 0:1 ცოტნე ფაცაცია, 1:1 სერგეი ტრეტიაკი, 1:2 გიორგი ჯანჯღავა, 2:2 ნიკოლოზ ხინთიბიძე, 3:2 სერგეი ტრეტიაკი.


მთავარი მსაჯი: სლავა მონიავა. 



უკან

გათამაშების ცხრილი
ვიტ ჯორჯია 12 23
ნ. დინამო 12 21
დინამო ბთ 12 20
გაგრა 12 20
შევარდენი 12 19
თელავი 12 18
ცხინვალი 12 17
მერანი 12 12
სამგურალი 12 11
შუქურა 12 5