1 2 3 4 5
„კოლხეთი 1913“ – „მერანი“ 2:1 – ყველაფერი მარტვილში გადაწყდება!

  ეროვნულ ლიგა 1-ში აღზევებისთვის, პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩი ფოთში,  „პარკი არენაზე“ შედგა. მეგრული დერბი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და პირველი ტაიმის საწყისი წუთები სტუმრების იერიშებით წარიმართა. „მერანი“ ბურთს ფლობდა და მწვავედაც უტევდა, მაგრამ ყველაზე სახიფათო დარტყმა მე-12 წუთზე დავით ბოლქვაძემ განახორციელა, მცირედ არაზუსტად.

 

34-ე წუთზე, რევაზ ბარაბაძის თავური დარტყმის შემდეგ, ხარიხამ იხსნა მასპინძლები. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მარტვილელებს მართებდათ ანგარიშის გახსნა, მაგრამ პირიქით მოხდა. შეხვედრის 36-ე წუთზე, ალექსანდრ დებრიჩინსკი დატოვეს უმეთვალყურეოდ „მერანის“ მცველებმა და „კოლხეთი 1913“-ის შემტევმა, დაბალ კუთხეში გაიტანა. ხუთ წუთში,  გამოცდილი დავით ბოლქვაძის შორეულ, მოჭრილად დარტყმულ ბურთს ვერ გაუმკლავდა ზურაბ მამალაძე.

 

მარტვილელების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მეორე გოლის გაშვებიდან, სწრაფად მოეგნენ გონს და „მერანის“ მთავარმა მეგოლემ, სერგეი ტრეტიაკმა, კიჭი მელიავას ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით, შანსი არ დაუტოვა სეფიაშვილს - 2:1.

 

მეორე ნახევარშიც, ძირითადად  „მერანელები“ აქტიურობდნენ და ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდა მათ შეტევებს სიზუსტე. საბოლოოდ, შეხვედრა,  „კოლხეთი 1913“-ის გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. ორ მეგრულ კლუბს შორის რომელი გუნდი მოიპოვებს საფეხბურთო ელიტის საგზურს, 3 დეკემბერს, მარტვილში,  „მურთაზ ხურცილავაზე“ გადაწყდება, სადაც საკუთარ კედლებში, წესით დიდი უპირატესობა ექნებათ ჭყონდიდელებს და ერთგული ქომაგების დიდი მხარდაჭერაც არ მოაკლდებათ, რომლებიც დღეს ფოთშიც ჩავიდნენ დიდი რაოდენობით და მთელი მატჩის განმავლობაში სამაგალითოდ გულშემატკივრობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.

 

30 ნოემბერი. 14:30. ფოთი. „პარკი არენა“.

პლეი-ოფის I მატჩი.

„კოლხეთი 1913“ (ფოთი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ალექსანდრ დებრიჩინსკი (36’), 2:0 დავით ბოლქვაძე (41’), 2:1 სერგეი ტრეტიაკი (43’).

 

„მერანი“: მამალაძე, ორბელაძე (კ), გეგია, მაისაშვილი (თოლორდავა 88’), მელიავა, ტეიდი, ლომაშვილი, ჩალაძე, კურდღელაშვილი (ჯიქია 80’), ტრეტიაკი, ბარაბაძე (ჩუკურა 48’).

 

სათადარიგო: კულუა, თოლორდავა, ჯიქია, ჩუკურა, ვ. ფაცაცია, გეწაძე, რუხაძე.

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

 

„კოლხეთი 1913“: სეფიაშვილი, გ. კილასონია, გოგონაია (კ), ნონდი, ბროვკო, დებრიჩინსკი, ჯანელიძე, ჟიშკარიანი, მაჩარია (ბახია 52’), ბოლქვაძე (შალიკაშვილი 84’), ბუხაიძე (მახარაძე 73’).

სათადარიგო: შერმადინი, კერძევაძე, კაკულია, შალიკაშვილი, მახარაძე, ბახია.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი.

 

გაფრთხილება: გოგონაია (45+1), ნონდი (45+3), კურდღელაშვილი (62’), ბოლქვაძე (70’).

 

 

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25