1 2 3 4 5
„მერანის“ დამაჯერელი გამარჯვება: „მერანი“ – „გურია“ 3:0

 „მერანმა,“ XXXIV ტურის მატჩი ლანჩხუთის „გურიას“ წინააღმდეგ გამართა. აღნიშნულ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტები მარტვილელები იყვნენ და შეხვედრაც მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

 

 პირველ ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ „მერანელებმა“ მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვეს და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, გოლი 35-ე წუთამდე არ გავიდა. ანგარიში რევაზ ბარაბაძემ, ვანო კურდღელაშვილის ჩინებული გადაცემის შემდეგ გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან, ერთი შეხებით დაარტყა და შანსი არ დაუტოვა გურულთა კიპერს - 1:0.

 

 მეორე ტაიმში, მიხეილ მახვილაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმაც გაამართლა, რადგან შეცვლაზე შემოსულმა რევაზ გეწაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა, „მერანის“ ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ თოლორდავამ კი პირველი გოლი გაიტანა „მერანის“ მაისურით.

 

 70-ე წუთზე, მასპინძელთა 70-ე ნომერმა, რევაზ გეწაძემ, კუთხურის ალამიდან ზუსტი გადაცემით, დავით მაისაშვილი მოამარაგა, ჩვენი გუნდის ცენტრალურმა მცველმა კი მეურვეს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავით გადაგზავნა ბურთი "გურიას" კარში - 2:0.

 

 საბოლოო შედეგი, როგორ ავღნიშნეთ, თენგიზ თოლორდავამ დააფიქსირა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, კიჭი მელიავამ მახვილ-გონივრული გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა თანაგუნდელი, რომელმაც ხვედელიძეს ტექნიკურად აუარა გვერდი და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 3:0.

 

 ამ გამარჯვებით, „მერანს“ 76 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 21 ნოემბერს გამართავს ტყიბულში, წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ.

 

17 ნოემბერი. 14:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XXXIV .
“მერანი” (მარტვილი) – „გურია“ (ლანჩხუთი) 3:0 (1:0).

გოლები: 1:0 რევაზ ბარაბაძე (35’), 2:0 დავით მაისაშვილი (70’), 3:0 თენგიზ თოლორდავა (87’).

 

„მერანი“: მამალაძე, ორბელაძე (კ) (ვ. ფაცაცია 79’), მაისაშვილი, მელიავა, გეგია, ტეიდი, ლომაშვილი, ჩუკურა (გეწაძე 46), კურდღელაშვილი, ტრეტიაკი (თოლორდავა 69’), ბარაბაძე.

სათადარიგო: კულუა, გეწაძე, ჯიქია, რუხაძე, თოლორდავა, ვ. ფაცაცია, ც. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

 

„გურია“: ხვედელიძე, პაოლო რომანი, მეგრელიშვილი, კოტრიკაძე, ბაკურაძე (ნარიაშვილი 54’), კიკნაველიძე, არქანია (ჯაფარიძე 80’), ტყემალაძე, შარიქაძე, ლაბაძე (ტელა 63’), და სილვა.

სათადარიგო: პოლტავეცი, ბერიძე, ნარიაშვილი, ტელა, დუდუჩავა, ჯაფარიძე, წერეთელი.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.

 

მთავარი მსაჯი: შოთა ქუხილავა.

 

სხვა მატჩები:
"მეშახტე" - "ვიტ ჯორჯია" 2:0
"სიონი" - "რუსთავი" 0:1
"ცხინვალი" - "სამგურალი" 2:0
"გაგრა" - "ზუგდიდი" 0:0



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
დინამო ბთ 0 0
შუქურა 0 0
ვიტ ჯორჯია 0 0
გაგრა 0 0
სამგურალი 0 0
შევარდენი 0 0
ცხინვალი 0 0
თელავი 0 0
ნ. დინამო 0 0