1 2 3 4 5
ბოლო წუთების სინდრომი - „რუსთავი“ – „მერანი“ 1:0

 რუსთავში, „ფოლადზე“ სამჯერ შეხვდნენ „რუსთავი“ და „მერანი“ ერთმანეთს არსებობის ისტორიაში და სამივე მატჩში ბოლო წუთები აღმოჩნდა „მერანისთვის“ საბედისწერო.. დღესაც 90-ე წუთზე გაიტანეს მასპინძლებმა გამარჯვების გოლი და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს.

 

 ტურის და ზოგადად ჩემპიონატის ცენტრალურმა დაპირისპირებამ კი დიდი ინტერესი გამოიწვია. მარტვილელი გულშემატკივრები დიდი რაოდენობით ჩავიდნენ თავიანთი საყვარელი გუნდის საქომაგოდ რუსთავში. ადგილობრივმა ქომაგებმაც მათვის განკუთვნილი ტრიბუნები გაავსეს და ორივე გუნდის გულშემატკივრები მთელი თამაშის განმავლობაში ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს ომახიანად. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის სტატუსიდან გამომდინარე საწყის წუთებში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მატჩი საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, აქვე ვთქვათ ისიც, რომ 23-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა „მერანის“ ცენტრ-ფორვარდი რევაზ ბარაბაძე.

 

 მთლიანობაში, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა „ფოლადზე“ შეკრებილმა პუბლიკამ. პირველ ტაიმში სტუმრები იყვნენ ახლოს ანგარიშის გახსნასთან, თუმცა რაფაელ ჩუკურას ორჯერ არ გაუღიმა საფეხბურთო ფორტუნამ. მეორე ნახევარში კი „რუსთაველებს“ არ გაუმართლათ ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში. ჯერ სიჭინავას დარტყმული ბურთი უკუაგდო ძელმა და დამატებაზე მეტრეველმა ვერ ივარგა. მეორე ეპიზოდში კი ვასაძეს არ გაატანინა კულუამ ახლო მანძილიდან. მანამდე, ვანო კურდღელაშვილმა ითამაშა ჩინებულად, როცა მოჭრილი დარტყმით ცდილობდა საკუთარი გუნდის დაწინაურებას, მაგრამ სულ მცირედით აცდა ბურთი კარს. 59-ე წუთზე კი სერგეი ტრეტიაკმა შეაგდო „მერანის“ კომბინაციური შეტევის შემდეგ გოლი, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

 

 შეხვედრის 90-ე წუთი მიმდინარეობდა და თითქოს მატჩი ფრედ უნდა დამთავრებულიყო, როცა შეტევაში დიდი ძალებით გადართულმა მარტვილელებმა უწყინარ სიტუაციაში დაკარგეს ბურთი. დათა სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ლაშა ჩალაძემ შეაჩერა მეურვე წესების დარღვევით, რასაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა ზუსტად - 1:0.

 

 ამ მარცხით „მერანმა“ ეროვნულ ლიგა 1-ში, პირველი ადგილით გადასვლის შანსი შეიმცირა, რადგან 4 ქულით უსწრებს უკვე „რუსთავი“. მართალია ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, მაგრამ მხოლოდ თეორიული შანსი რჩებათ მარტვილელებს. პლეიოფის შემთხვევაში კი (რაც დიდი ხანია განაღდებული აქვს ჩვენს გუნდს) „მერანს“ ეროვნული ლიგა 1-ის მეცხრე ადგილოსანთან მოუწევს თამაში (ორრაუნდიანი მატჩი) და ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აღზევდება. მომდევნო ტური კი 16 ნოემბერს გაიმართება და „მერანი“ საკუთარ არენაზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლებს.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25