1 2 3 4 5
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, ბრძოლა ლიდერობისთვის გრძელდება!

    დღეს, მარტვილში, „მურთაზ ხურცილავაზე“ მოსულმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა.. მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მარტვილის მკვიდრის, ვეტერანი ფეხბურთელის და „მერანის“ ერთგული ქომაგის, როლანდ სილაგაძის ხსოვნას.

 

 შეხვედრა კი სტუმრებისთვის არასასიამოვნოდ დაიწყო, რადგან პირველივე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა პაატა ღუდუშაური. მე-7 წუთზე კი ვანო კურდღელაშვილი შეაჩერეს წესების დარღვევით საკუთარ საჯარიმოში და მთავარმა მსაჯმაც სრულიად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი.
პენალტი რევაზ ბარაბაძემ დაარტყა, თუმცა შეროზიამ ნახტომში მოიგერია ბურთი.

 ვთქვათ ისიც, რომ თავიდანვე ხისტი თამაშით და უხეშობით გამოირჩეოდნენ „ვეტერინარები“, რასაც მატჩის დებიუტში, ზემოთ ნახსენები თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, ტაიმის დასასრულს კი მასპინძელთა ფეხბურთელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, შალვა ექვთიმიშვილს გასახდელში გაატანა წითელი ბარათი ირაკლი კვირიკაშვილმა, რაც მცირე შეხლა-შემოხლით გაგრძელდა მოედანზე, თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტა და მეორე ნახევარი „მშვიდად“ განახლდა.

 

 „მერანმა“ მეორე ტაიმში კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტია მეტოქეს და საკუთარ კარს მიაჯაჭვა, თუმცა გოლი არ გადიოდა, რადგან „ვიტ-ჯორჯიას“ დაცვის ხაზი და მეკარე უშეცდომო გახლდათ. 61-ე წუთზე კი მწვავე შეტევა ჩვენი გუნდის ბომბარდირმა სერგეი ტრეტიაკმა დააგვირგვინა გოლით. გოლის ეპიზოდში, რაფაელ ჩუკურას მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან გასროლილი ბურთი ხარიხამ უკუაგდო, დამატებაზე კი უკრაინელი ზუსტი იყო.

 

 მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები კაცნაკლულნი იყვნენ, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და საკმაოდ სახიფათო მომენტები შექმნეს მატჩის მიწურულს, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. „მერანის“ ამ გამარჯვების შემდეგ, უშუალო კონკურენტთან ქულათა სხვაობა ისევ ერთი ქულაა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურში, მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე პრინციპულ მატჩს ჩაატარებს, რადგან მახვილაძის კონტიგენტი 3 ნოემბერს „რუსთავში“ ჩავა და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

 

29 ოქტომბერი. 15:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XXXII
„მერანი“ (მარტვილი) – „ვიტ ჯორჯია“ (თბილისი) 1:0 (0:0)
გოლი: სერგეი ტრეტიაკი (61’).

 

„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, გეგია, ჩალაძე, ლომაშვილი (ვ. ფაცაცია 90+2), ტეიდი (ჯიქია 76’), რაფაელი, კურდღელაშვილი (გეწაძე 65’), ტრეტიაკი, ბარაბაძე.

სათადარიგო: მამალაძე, ლუკავა, თოლორდავა, ც. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

 

„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, საჯაია, გურამ გურეშიძე (კ), ჩაკვეტაძე, გიგა გურეშიძე (ზარიძე 65’), დავლაშელიძე, ღუდუშაური (კახაბრიშვილი 5’), ჩიტიშვილი, კაკუშაძე (ტეტუნაშვილი 46’), ექვთიმიშვილი, კამლაძე.

სათადარიგო: ტაბეშაძე, მუხულიშვილი, ვაზაგაშვილი, დანელია.
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი.

 

გაფრთხილება: გურეშიძე გურამ (45+3’), კულუა (86’).
გაძევება: ექვთიმიშვილი (45+3’).

 

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25