1 2 3 4 5
მეგრული დერბი „მერანის“ გამარჯვებით დასრულდა!

 მესამე წრის დასასრულს, ზედაეწერში, მეგრული დერბი გაიმართა. ეროვნული ლიგა 2-ის ერთპიროვნულმა ლიდერმა, მარტვილის „მერანმა“ ფავორიტის სტატუსი მატჩის დებიუტშივე გაამართლა და ფაქტიურად ჭყონდიდელებმა პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს თამაშის ბედი. შეხვედრა 10 წუთის დაწყებული იყო, როცა „მერანის“ უკრაინელმა ლეგიონერმა: სერგეი ტრეტიაკმა, რევაზ ბარაბაძის იდეალური პასის შემდეგ უშანსოდ დატოვა ვახტანგ ჯომიდავა.

 

 პირველ ნახევარში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა „მერანის“ სნაიპერმა. 38-ე წუთზე კიჭი მელიავას მიერ გაკეთებული მახვილ-გონივრული გადაცემა ბენჟამინ ტეიდმა ოსტატურად გაატარა და საბოლოოდ ბურთი ტრეტიაკს მიუვიდა, რომელმაც შესანიშნავად დაარტყა და „ზუგდიდის“ კარის „ცხრიანში“ ჩასვა ბურთი. სხვათაშორის, მიმდინარე გათამაშებაში, ეს ტრეტიაკის მიერ გატანილი მე-19 გოლი გახლდათ და ბომბარდირთა დავაში ის ერთი ბურთით ჩამორჩება ჯაბა დვალს.

ანგარიშიდან გამომდინარე, მარტვილელებს მეორე ნახევარში დიდი ძალები არ დაუხარჯავთ, თუმცა თამაში მათი კარნახით მიდიოდა და სტუმრები პერიოდულად ქმნიდნენ სახიფათო ეპიზოდებს. წინა მატჩების მსგავსად დღევანდელ დაპირისპირებაშიც დიდი ანგარიშით მოიგებდა ალბათ „მერანი“, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მასპინძელთა კიპერი, რომელმაც არაერთხელ იხსნა „ზუგდიდელთა“ კარი.

 

 ამრიგად, ჩვენმა გუნდმა ზედიზემ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო განიმტკიცა მდგომარეობა. ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერს 62 ქულა აქვს. მარტვილელები მომდევნო ტურის შეხვედრას თბილისში გამართავენ. 26 სექტემბერს „დავით პეტრიაშვილის“ სახელობის სტადიონზე „მერანს“, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ უმასპინძლებს.

 

21 სექტემბერი. 16:30. ზედაეწერი
ეროვნული ლიგა 2. ტური XXVII
„ზუგდიდი“ {ზუგდიდი} – „მერანი“ {მარტვილი} 0:2 {0:2}

გოლები: 0:1, 0:2 სერგეი ტრეტიაკი {11’,38’}

 

„ზუგდიდი“: ჯომიდავა, თ. აკობია, წყაროზია, დ. ქირია, ჩიმაკაძე, ლაშხია (წოწონავა 46’), რუხაია, კირსანოვი, სამუშია (კუკავა 58’), იგნატენკო, ლ. აკობია (ხარბედია 46’) (კ).
სათადარიგო: მამინაშვილი, ძაძუა, ხარბედია, წოწონავა, კუკავა, ნ. ქირია, გელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მამუკა ჭაჭუა.

 

„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, ჩუკურა, ლომაშვილი (ჯიქია 83’), კურდღელაშვილი (გეწაძე 68’), ტრეტიაკი, ბარაბაძე (რუხაძე 60’).
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, რუხაძე, გეგია, გეწაძე, თოლორდავა, ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

 

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 31 71
მერანი 31 70
სიონი 31 53
ვიტ ჯორჯია 30 48
სამგურალი 31 47
გაგრა 31 45
ცხინვალი 31 33
გურია 31 31
მეშახტე 31 21
ზუგდიდი 30 18