1 2 3 4 5
„მერანის“ ახალგაზრდულმა გუნდმა გამარჯვებით დაიწყო

   ასაკობრივ ჩემპიონატში, დასავლეთის ჯგუფში, პირველი ტურის მატჩი გამართა „მერანის“ 19-წლამდე გუნდმა. „მერანელებმა“ წყალტუბოელ თანატოლებს უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს მეტოქე.

 

 ჩემპიონატის დაწყებამდე საგრძნობლად გაძლიერდა ცოტნე მონიავას კონტიგენტი და მიმდინარე გათამაშებაში მარტვილელების მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იქნება.

 

 დღევანდელი შეხვედრა კი მასპინძლებმა დამაჯერებლად ჩაატარეს. ანგარიში მე-11 წუთზე კახაბერ პერტაიამ გახსნა. შეტევა „მერანის“ ახალწვეულმა, ცოტნე ფაცაციამ წამოიწყო, რომლის კარგი გადაცემის შემდეგ, ირაკლი ცხაკაიამ გაიყვანა პერტაია კარგ პოზიციაზე.

 

 34-ე წუთზე დავით ლუკავას ფლანგურ გარღვევას მოჰყვა მეორე გოლი. „მერანელმა გამჭოლი, ზუსტი გადაცემით ლუკა შონია მოძებნა წყალტუბოელთა საჯარიმოში, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი იოსელიანის კარში.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მარტვილელებმა, მეორე ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა და თამაში მასპინძელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

 

 ჩვენი ახალგაზრდული გუნდი მეორე ტურის შეხვედრასაც შინ გამართავს. 19 სექტემბერს „მერანის“ 19- წლამდე გუნდი „ზუგდიდს“ მიიღებს.

 

13 სექტემბერი. 16:00. მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა“.
„მერანი“ (U19) – „სამგურალი“ (U19)) 2-0 (2-0)

გოლები: 1-0 კახაბერ პერტაია (11’), 2-0 ლუკა შონია (34’).

 

„მერანი“(U19): მაკარაშვილი, ც. ფაცაცია, ვ. ფაცაცია, პერტაია, პაპავა, ლეჟავა, თოლორდავა (კ), კაკულია, ლუკავა, ცხაკაია, შონია.
სათადარიგო: ჟიშკარიანი, ახალაია, ლაცაბიძე.
მთავარი მწვრთნელი: ცოტნე მონიავა.

 

„სამგურალი“ (U19): იოსელიანი, ხვადაგიანი, ქუთათელაძე, ბელთაძე, ჯიშკარიანი, კინწურაშვილი, კალანდია, ჯინჭარაძე, შალამბერიძე, ქოიავა, ცერცვაძე (კ).

სათადარიგო: სვანიძე, დ. კინწურაშვილი, გურული, ქოიავა, ვარდანიძე, კიკვიძე, ხინგავა.
მთავარი მწვრთნელი: რომან ჭუმბურიძე.

 

მთავარი მსაჯი: ხვიჩა მესხი.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 26 59
რუსთავი 26 56
სიონი 26 48
გაგრა 26 42
სამგურალი 26 41
ვიტ ჯორჯია 26 38
ცხინვალი 26 29
გურია 26 25
ზუგდიდი 26 17
მეშახტე 26 14