1 2 3 4 5
„მერანმა“ „სიონი“ არ დაინდო! „მერანი“ – „სიონი“ 4-0

 დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა მარტვილის „მერანმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 (!) დაამარცხა მეტოქე. მრისხანე ჭყონდიდელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე გუნდი და შედეგმაც არ დააყოვნა...

 

 მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე უხვად მოვიდა ადგილობრივი ქომაგი და მათ სანაქებოდ უნდა ითქვას, მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან, „მერანელებმა“ კი შესანიშნავი თამაშით გადაუხადეს ერთგულ გულშემატკივრებს თანადგომა და სანახაობასთან ერთად, ოთხი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანეს მეტოქე გუნდის კარში.

 

 უშეცდომო იყო დღეს „მერანის“ ახალგაზრდა კიპერი გოგი კულუა და დაცვის ხაზი, ნახევარდაცვა მოედნის ცენტრს საიმედოდ აკონტროლებდა და გოლებიც გაჰქონდა, მარტვილელთა 15-მა ნომერმა, სერგეი ტრეტიაკმა კი მე-15 გოლი მიითვალა...

 

 „სიონი“ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე არიან და მიუხედავად ანგარიშისა და მასპინძელთა დიდი უპირატესობისა, ჯაბა დვალმა და მისმა თანაგუნდელებმა არაერთი ხიფათი შექმნეს „მერანის“ კართან, თუმცა როგორც ზემოთ ვახსენეთ, მარტვილელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხეს ბოლნისელებმა.

 

 სტუმართა კარის რბევას რაფაელ ჩუკურამ დაუდო სათავე. ნიგერიელმა მეურვეს ტექნიკურად აუარა გვერდი, საჯარიმოში შევიდა და უძლიერესად დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში, ზარქუა უძლური აღმოჩნდა-1:0.

 

 მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო როცა, „მერანის“ კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ბენჟამინ ტეიდმა „სიონის“ საჯარიმოს მისადგომებიდან საფირმო დარტყმით ჩინებული გოლი გაიტანა „სიონის“ კარში 2-0.

 

 მე-60 წუთზე „მერანის“ ბომბარდირის ჯერიც დადგა. პირველი გოლის ავტორმა რაფაელ ჩუკურამ უკრაინელს იდეალური გადაცემა გაუკეთა და ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია ტრეტიაკს გოლის გატანა-3:0.

 

 საბოლოო შედეგი შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ დააფიქსირა. „მერანის“ ახალგაზრდა შემტევი, რომელიც საკმაოდ აქტიურად შემოვიდა მოედანზე, ასევე შეცვლაზე შემოსული ვანო კურდღელაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გავიდა, სტუმართა კიპერი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი-4:0.

 

 ამრიგად, „მერანმა“ მორიგი, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. ჩვენს გუნდს 22 ტურის შემდეგ 52 ქულა აქვს და 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „რუსთავს“, რომელიც თავის მატჩს ხვალ გამართავს „გაგრას“ წინააღმდეგ. რაც შეეხება მომდევნო ტურს. მარტვილელები 17 აგვისტოს სტუმრად, მცხეთაში „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 22 52
რუსთავი 22 48
სიონი 22 40
გაგრა 22 36
სამგურალი 22 35
ვიტ ჯორჯია 22 31
გურია 22 22
ცხინვალი 22 20
მეშახტე 22 14
ზუგდიდი 22 14