1 2 3 4 5
“მერანი“ VS „სიონი“ - პრინციპული მატჩის წინ!

    10 აგვისტოს, მარტვილის „მერანი“ მორიგ კალენდარულ მატჩს გამართავს ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში. მეტოქე კი სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე მყოფი ბოლნისის „სიონი“ იქნება. აღნიშნულ დაპირისპირებამდე, გუნდებმა წინა ტურში წარმატებით იასპარეზეს. „მერანმა“ მარტვილში, დავით მაისაშვილის მიერ გატანილი გოლით 1-0 დაამარცხა ტყიბულის „მეშახტე", თავისი მატჩი მოიგო „სიონმაც“, ბოლნისელებმა საკუთარ არენაზე „ცხინვალი“ დაამარცხეს 4-1.

 

 მიმდინარე სეზონში, პირველად, „მერანს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გაიყვანს „სიონის“ წინააღმდეგ. გიორგი მიქაძესა და მარტვილის გუნდს შორის თანამშრომლობა რომ შეწყდა, ეს უკვე იცის გულშემატკივარმა. კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს სავარაუდოდ, „ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩამდე წარადგენს. მიუხედავად სამწვრთნელო შტაბში არსებული ცვლილებებისა, „მერანი“ აქტიურად ემზადება მომავალი შეხვედრისთვის და გუნდში საბრძოლო განწყობაა. ნელ-ნელა ცარიელდება ჩვენი კლუბის ლაზარეთი. ლაშა ჩალაძე წინა ტურში დაუბრუნდა თანაგუნდელებს, ტრავმა მოიშუშა და მწყობრშია ირაკლი რუხაძეც. ასე რომ 10 აგვისტოს, საინტერესო, დაძაბული მატჩის მოლოდინშია მარტვილის ცენტრალური სტადიონი.

 

 ურთიერთშეხვედრები
გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიასაც, რომელიც სათავეს 2010 წლიდან იღებს. პირველად ეს გუნდები თასზე გადაეყარნენ ერთმანეთს და მაშინ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბოლნისელებმა იმარჯვეს. ფრედ 1-1 დასრულდა ასევე უკანასკნელი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბოლნისში. მაშინ „თამაზ სტეფანიაზე“ სერგეი ტრეტიაკმა გახსნა ანგარიში, საპასუხო გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა. მთლიანობაში სულ 15 ჯერ შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს, აქიდან 5-ჯერ "მერანმა" იმარჯვა, 6-ჯერ "სიონმა" მოიპოვა გამარჯვება, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 14-15.

 

 დისკვალიფიკაცია
ამ შეხვედრისთვის არცერთი გუნდის ფეხბურთელს არ ემქურება დისკვალიფიკაციის გამო თამაშის გამოტოვება.

 

  და ბოლოს, პრინციპული მატჩის წინ, „მერანის“ ერთგული ქომაგების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ბიჭებისთვის, ასე რომ 10 აგვისტოს, ყველას გელოდებით „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მორიგი მგამარჯვებისთვის!



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 31 71
მერანი 31 70
სიონი 31 53
ვიტ ჯორჯია 30 48
სამგურალი 31 47
გაგრა 31 45
ცხინვალი 31 33
გურია 31 31
მეშახტე 31 21
ზუგდიდი 30 18