1 2 3 4 5
„მერანმა“ დასკვნითი ტესტ-მატჩი წააგო

 სტუმრად წყალტუბოში, ადგილობრივ „სამგურალთან“ გამართული ამხანაგური შეხვედრით, მარტვილის „მერანმა“ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სპარინგ-მატჩების სერია დაასრულა.

 

 დღევანდელ შეხვედრაში მცირე ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღეს, რევაზ ბარაბაძემ, ლაშა ჩალაძემ და შოთა ჯიქიამ. თამაში კი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

 

 მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს არაერთი რეალური ეპიზოდი ჰქონდათ დაწინაურების, ანგარიში 59-ე წუთზე „ექს-მერანელმა“ დავით ციცხვაიამ გახსნა.

 

 მეორე ნახევარში მარტვილელები დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაში და საკმაოდ სახიფათო კონტრ-იერიში გამოეპარათ, რაც გოლით დასრულდა. ანგარიშის სხვაობა ორამდე შეცვლაზე შემოსულმა ლევან ლიპარტელიანმა გაზარდა 77-ე წუთზე.

 

 საბოლოოდ შეხვედრა წყალტუბოელების გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ეროვნული ლიგა 2 კი 21 ივლისს განახლდება. 21 ივლისს ჩვენი გუნდი მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „გაგრას“ უმასპინძლებს.

 

14 ივლისი. 18:00. წყალტუბო. ტესტ-მატჩი.

 

„სამგურალი“ (წყალტუბო) – „მერანი“ (მარტვილი) 2-0 (0-0)
გოლები: 1-0 დათა ციცხვაია (59’), 2-0 ლევან ლიპარტელიანი (77’).

 

„სამგურალი“: კუპატაძე, ნერგაძე (კ), კილაძე, კაკუშაძე, ჯიმშელეიშვილი, ხარაბაძე, ჩიხლაძე, ბანძელაძე, ბრეგვაძე, გოგუაძე, ჩხეტიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ენდელაძე, ფანცხავა, ლიპარტელიანი, ჩავჩიძე, გოგიჩაიშვილი, ჩიხლაძე, ციცხვაია.

 

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.

 

„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, ლომაშვილი, გეწაძე, ტეიდი, რაფაელი, რუხაძე, კურდღელაშვილი, ტრეტიაკი.

შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, გეგია, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა, ისმაილი, ნუცუ, ფაცაცია.

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.

 

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25