1 2 3 4 5
„მერანის“ მეორე ფრე - „მეშახტე“ – „მერანი“ 0:0

 „მერანი“ ეროვნული ლიგის გათამაშების დაწყებამდე, მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს. ჩვენმა გუნდმა დღეს მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. მარტვილელები ტყიბულს ესტუმრნენ და ადგილობრივ „მეშახტეს“ უგოლო ფრით დაშორდნენ.

 

 ტყიბულში, „მეშახტეს“ ბაზაზე გამართული ამხანაგური მატჩი, საკმაოდ გახსნილი, საინტერესო გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი..

 

 

გიორგი მიქაძემ ორი განსხვავებული შემადგენლობა ათამაშა. მარტვილელთა დამრიგებელმა სინჯებზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი. საბოლოოდ თუ რომელი ფეხბურთელი მოირგებს „მერანის“ მაისურს, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ. შემადგენლობა გადახალისებულმა „მეშახტემაც“, რომელსაც ახალი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს გიორგი ჭელიძის ხელმძღავნელობით, საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და სტუმრების მიერ შეთავაზებულ კომბინაციურ, შემტევ ფეხბურთს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.

 

 პირველ ნახევარში ორჯერ ვანო კურდღელაშვილი დაემუქრა ტარიელ ხაინდრავას კარს, კარგი შანსი ჰქონდა სინჯებზე მყოფ ნუცუსაც. მასპინძელთაგან გიორგი ტყეშელაშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია „მერანის“ ახალგაზრდა კიპერმა, ტაიმის მიწურულს კი ენდელაძემ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი.

 

 „მერანმა“ ორჯერ გოლიც გაიტანა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. გოლის გატანის იდეალური შანსი მარტვილელებს 65-ე წუთზე ჰქონდათ, როცა სერგეი ტრეტიაკმა ორთაბრძოლა მოუგო მეტოქეს, წინ გაიჭრა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია ტყიბულელთა კარის დარაჯმა.
შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი თავისი ოსტატობა მამალაძემ გამოავლინა. ჩვენი გუნდის გამოცდილმა კიპერმა ჯერ ფურცხვანიძეს აუღო ურთულესი ბურთი და შემდეგ კი ყურულაშვილს არ გაატანინა ახლო მანძილიდან.

 

 საბოლოოდ მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის დაწყებამდე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი 14 ივლისს წყალტუბოში ადგილობრივ „სამგურალს“ დაუპირისპირდება და ამით ტესტ-მატჩების სერია დასრულდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 31 71
მერანი 31 70
სიონი 31 53
ვიტ ჯორჯია 30 48
სამგურალი 31 47
გაგრა 31 45
ცხინვალი 31 33
გურია 31 31
მეშახტე 31 21
ზუგდიდი 30 18