1 2 3 4 5
სამტრედიაში ლიდერობის განსამტკიცებლად - „სამგურალი“ VS „მერანი“ მატჩის წინათქმა

 რამდენიმე დღის წინ, „ლელოში“ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, „მერანის“ მთავარმა დამრიგებელმა, გიორგი მიქაძემ განაცხადა: „პირველ ადგილზე ვართ, თუმცა ზურგს უკან, როგორც იტყვიან ხოლმე, კონკურენტების სუნთქვა გვესმის“-ო და ძნელია არ დაეთანხმო, რადგან ეროვნული ლიგა 2 საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ამ წუთისთვის სატურნირო ცხრილში სამხელისუფლებიანობაა, მაგრამ კონკურენტებისგან განსხვავებით, „მერანს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და წყალტუბოს „სამგურალთან“ წარმატების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ისევ განიმტკიცებს ერთპიროვნულ ლიდერობას!

 

 მატჩამდე
„მერანმა“ წინა ტურის საშინაო შეხვედრა ლანჩხუთის „გურიას“ წინააღმდეგ გამართა და 2-0 მოიგო. „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე მარტვილელების მთავარმა მეგოლემ, უკრაინელმა სერგეი ტრეტიაკმა გახსნა ანგარიში, 10 წუთში კი შოთა ჯიქიამ შეარხია „გურიას“ კარის ბადე და ჭყონდიდელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

რაც შეეხება „სამგურალს“, წყალტუბოელებმა XVI ტურის მატჩში "ცხინვალი" დაამარცხეს "მცხეთა პარკზე" დათა ციცხვაიას გილით და გაგა ჩხეტიანის დუბლით 3-0. გია გიგატაძის გუნდი, რომელსაც ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია საკუთარ სტადიონზე (წყალტუბოს სტადიონზე სარემონტო სამუშაოების გამო „სამგურალი“ საშინაო მატჩებს მარტვილში ატარებს) ცუდი შედეგი არ აქვს, "სამგურალი" 28 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

ასე, რომ „მერანს“ იოლი გასეირნება არ ექნება სამტრედიაში, მაგრამ ჩვენი გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ სამი ქულა იქნება.

 

 ურთიერთშეხვედრები
„მერანის“ და „სამგურალის“ გზები სულ ექვსჯერ გადაიკვეთა და აბსოლუტური უპირატესობა აქვს მარტვილის გუნდს, რადგან ექვსივე დაპირისპირებაში გამარჯვებული "მერანი" დარჩა.
24.08.10 "სამგურალი" - "მერანი" 0-2
31.10.10 "მერანი" - "სამგურალი" 2-0
25.04.11 "სამგურალი" - "მერანი" 1-2
05.10.16 "სამგურალი" - "მერანი" 0-1
25.11.16 "მერანი" - "სამგურალი" 3-0
23.04.2017 „მერანი“ – „სამგურალი“ 4-0

 

 დანაკლისი
„სამგურალს“ დისკვალიფიკაციის მხრივ პრობლემები არა აქვს, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ხვალინდელ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ანდრო გიორგაძე და რევაზ გეწაძე ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

 

 მსაჯები
ზემოთ აღნიშნულ მატჩს პაპუნა მაჭარაძე განსჯის.
მთავარ მსაჯს ასისტენტობას სპიცინი და ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი თორნიკე ნაკაიძე იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ "სამგურალი" - "მერანის" შეხვედრა სამტრედიაში, "ე. მანჯგალაძის" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 17 ივნისს 18:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 31 71
მერანი 31 70
სიონი 31 53
ვიტ ჯორჯია 30 48
სამგურალი 31 47
გაგრა 31 45
ცხინვალი 31 33
გურია 31 31
მეშახტე 31 21
ზუგდიდი 30 18