1 2 3 4 5
„კოლხეთი“ VS „მერანი“ - მეგრული დერბი ხობში

    „მერანის“ ყოველი თამაშის წინ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს და მკითხველს ვთავაზობთ რუბრიკას „მატჩის წინათქმა“, სადაც მეტოქე გუნდზე და მომავალ მატჩზე ვსაუბრობთ. ამჯერად ხობის „კოლხეთზე" შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რადგან პირველი ლიგის გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეგრული დერბი ხობში გაიმართება.

 

 სანამ უშუალოდ ჩვენს ხვალინდელ მეტოქეზე ვისაუბრებდეთ, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება, იმისთვის, თუ რომელი გუნდი დაიკავებს საბოლოოდ მეოთხე ადგილს. "მერანი", რომელმაც წინა ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე ხონის „იმერეთის“ წინააღმდეგ გამართა და 79-ე წუთზე ზვიად ქანთარიას მიერ გატანილი გოლით მიმდინარე პირველი ლიგის გათამაშებაში ზედიზედ მეხუთე, თასის ჩათვლით კი მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, ორი ქულით უსწრებს „კოლხეთს“.

 

ჩვენი მეტოქე

ხობის „კოლხეთი“ სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ისევე როგორც „მერანს“, მეორე მეგრულ კლუბსაც პლეიოფში თამაში გარანტირებული აქვს. ხობელები წინა ტურის დრამატულ მატჩში, სტუმრად „ლიახვთან“ ორჯერ გავიდნენ წინ ქობალიას დუბლით და სამ ქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ უმწვრთნელოდ დარჩენილმა „ლიახვმა" მაინც მოახერხა ძალების მობილიზება და შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა.

 

 ბოლო სამი მატჩია „კოლხეთი“ სახლში არ აგებს. გუნდი ბრძოლისუნარიანობით და ხისტი თამაშით გამოირჩევა. „კოლხეთს“ ახალწვეული ლიდერი ყავს - ირაკლი ქობალიას სახით, რომელსაც ადრე უმაღლესი ლიგის არაერთ კლუბში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც კი უთამაშია. ქობალია ჩხოროწყუს „სამეგრელოდან" შემოუერთდა თავის ახალ კლუბს, სადაც უკვე მოასწრო 3 შეხვედრაში 3 გოლის გატანა.

 

 რამდენიმე ტურია გუნდი „კოლხეთის" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს, როინ ონიანს გაჰყავს სათამაშოდ. ონიანის წინამორბედმა გია გურულმა პირველ წრეში „მერანი“ – „კოლხეთის“ მატჩის შემდეგ დატოვა გუნდი და უმაღლესლიგელ ქობულეთის „შუქურას“ ჩაუდგა სათავეში.

 

 მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე „კოლხეთმა“ 14 თამაშიდან 5 მოიგო, 5 ფრე ითამაშა და 4 ჯერ დამარცხდა, ბურთების შეფარდება 18-14.

 

 ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრების კუთხით „მერანის“ უპირატესობა აშკარაა. ეს გუნდები სულ 7 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქიდან 4 დაპირისპირებაში „მერანი“ გახდა გამარჯვებული, ორჯერ ფრედ დასრულდა მატჩი, ერთი შეხვედრა კი „კოლხეთმა მოიგო.

 

 „მერანი“ და „კოლხეთი“ პირველად 7 წლის წინ შეხვდნენ, მატჩი მარტვილში „მერანელების“ გამარჯვებით 2-1 დასრულდა. რაც შეეხება ბოლო დაპირისპირებას, ამა წლის 1 ოქტომბერს „მურთაზ ხურცილავაზე“ უგოლოდ 0-0 დაშორდნენ გუნდები ერთმანეთს.

 

 „კოლხეთი“ – „მერანის“ მონაწილეობით ჩატარებული ოფიციალური მატჩები

„მერანი“ – „კოლხეთი“ 0-0 (2016)
„მერანი“ – „კოლხეთი“ 2-0 (2011)
„კოლხეთი“ – „მერანი“ 0-0 (2010)
„კოლხეთი“ – „მერანი“ 1-0 (2010)
„კოლხეთი“ – „მერანი“ 0-2 (2009)
„მერანი“ – „კოლხეთი“ 3-2 (2009)
„მერანი“ – „კოლხეთი“ 2-1 (2009)

 

 დანაკლისი

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელი მატჩის გამოტოვება არცერთი გუნდის ფეხბურთელს არ ემუქრება. თუმცა ტრავმების გამო „მერანის“ დანაკლისი ისევ უცვლელია, როგორც წინა მატჩში, ამჯერადაც ივანე ხაბელაშვილი, რევაზ გეწაძე და ლაშა ჩალაძე ვერ დაეხმარებიან საკუთარ გუნდს.

 

 და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ „მერანს“ ამ მატჩიდან 5 დღეში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი ზესტაფონში, სადაც დ. ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირედება, ჩვენი გუნდი, ყველა თამაშზე მოსაგებად გადის და ამ მხრივ არც ეს „დუელი“ იქნება გამონაკლისი. ასე, რომ 17 ნოემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საინტერესო, დაძაბული და უშეღავათო მეგრული დერბი გაიმართება. „კოლხეთი“ – „მერანის“ მატჩი ხობში 14:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0