1 2 3 4 5
მარტვილის „მერანის“ ოფიციალური განცხადება

 საფეხბურთო კლუბ მარტვილის „მერანის“ დირექტორი ელდარ ბაკურია თერჯოლის „საპოვნელას“ დირექტორის მირიან გეწაძის და სპორტული გამოცემა „sarbieli.ge“ მიერ „მერანის“ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს ეხმაურება.

 

 „საპოვნელას“ დირექტორმა „jako.fm“- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კითხვები აქვს არასამართლიან მატჩებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში ახსენებს „მერანი“ – „საპოვნელას“ მატჩსაც, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ეჭვებია და საფეხბურთო კლუბი მარტვილის „მერანი“ მწვრთნელისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.

 

 რაც შეეხება „sarbieli.ge“-ის სტატიას, სტატიის ავტორი რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს და ფსევდონიმით წერს, აღნიშნავს: „მარტვილელებს საინტერესო თამაში ჰქონდათ გასულ ტურში „საპოვნელას“ წინააღმდეგ, ამ შეხვედრის წინ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ მეგრელები თამაშს არასამართლიანი თამაშის პრინციპებით მოიგებდნენ. გასული გოლების შემხედვარეს , ნამდვილად გაჭირდება, რომ საპირისპირო იფიქრო“- წერს ჟურნალისტი.

 

 მირიან გეწაძეს და "sarbieli.ge"-ის „მერანის“ დირექტორი ელდარ ბაკურია პასუხობს.
-„ პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მარტვილის „მერანი“ პატიოსნად, ღირსეული ბრძოლით ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატში და თითოეული ქულისთვის მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი ფეხბურთელები, ასე ფაქტების გარეშე უსაფუძვლო ბრალდებები და ცილისწამება არა მარტო „მერანს“, ზოგადად ქართულ ფეხბურთს ავნებს და მირიან გეწაძემ და „სარბიელმა“ უნდა დაამტკიცონ რა ეჭვებსაც გამოთქვამენ. ამ განცხადებით ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას, რაც ჩენთვის მიუღებელია და თუ ვინმეს რამე ეჭვები აქვს ჯობია ფაქტებით ილაპარაკონ!

 

 კიდევ ერთხელ ვიმეორებ „მერანი“ პატიოსნად ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატში და ის, რომ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა, ეს ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომის, სამწვრთნელო შტაბის ნაყოფიერი მუშაობის და ზოგადად კლუბის მიერ არჩეული სწორი კურსის შედეგია და არა იმ უსაფუძვლო ეჭვების რაც გაჟღერდა, აქიდან გამომდინარე, როცა ფაქტები არა აქვთ ყველას მოვუწოდებ მსგავსი განცხადებისგან თავი შეიკავონ.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 5 15
გაგრა (გაგრა) 6 11
მერანი (მარტვილი) 6 10
სიონი (ბოლნისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 8
რუსთავი (რუსთავი) 5 6
სამგურალი (წყალტუბო) 5 4
არაგვი (დუშეთი) 5 3
დინამო (ზუგდიდი) 5 3
შევარდენი (თბილისი) 5 3