1 2 3 4 5
უშუალო კონკურენტთან მატჩის წინ!

 ხვალ, 10 აპრილს, მარტვილში, "მ. ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მარტვილის "მერანი" მეორე წრეში, ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მარტვილელების მეტოქე თერჯოლის "საპოვნელა" იქნება.

 

 აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, "მერანი" კიდევ უფრო მიუახლოვდება დასახულ მთავარ მიზანს. რადგან ორივე გუნდს 14 ქულა აქვს და როგორც იტყვიან ამ მატჩის შედეგი შესაძლოა "ექვსქულიანი" აღმოჩნდეს.

 

 "საპოვნელამ" მეორე წრეში, ბოლო სამი შეხვედრა ნულოვანი ფრით დაასრულა. ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებს კი დიდი ისტორია არა აქვს. "მერანი" და "საპოვნელა" ქვეყნის პირველობაზე სულ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ეს პირველ წრეში მოხდა, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართული მატჩი, მაშინ თერჯოლელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლი ლაშა ჯღამაიამ გაიტანა.

 

 წინა ტურში ორივე გუნდმა ფრე ითამაშა. "მერანმა" სტუმრად ქობულეთში "შუქურასთან" აიღო ქულა, "საპოვნელამ" კი ზესტაფონში უმასპინძლა "საბურთალოს", ეს მატჩიც გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.

 

 "მერანი" - "საპოვნელას" მატჩი. ხვალ, "მ. ხურცილავას" სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს!!!

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0