1 2 3 4 5
დავით ოდიკაძემ მარტვილელებს ბოდიში მოუხადა

დინამო თბილისის ხელმძღვანელობასა და დავით ოდიკაძეს შორის მოხდა იმ არასპორტული ინციდენტის განხილვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა დინამო თბილისისა და მარტვილის მერანის შეხვედრის დროს. თავად ფეხბურთელი შეწუხებულია ამ ფაქტით და აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. აქვე გთავაზობთ მის კომენტარს.

დავით ოდიკაძე - ცხადია, წინასწარი განზრახვა არ მქონია, სამწუხაროდ ნერვები ვერ მოვთოკე. კიდევ ერთხელ მინდა მოვუბოდიშო ლაშა ჩალაძეს, რომელსაც მატჩის შემდეგაც ვესაუბრე, ასევე მერანის გულშემატკივარს და ყველას, ვისაც ჩემი მოქმედებით გული დავწყვიტე. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.

fcdinamo.ge



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0