1 2 3 4 5
"გურიასთან" მატჩის წინ

    ხვალ, 19 მარტს, საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი", ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრას გამართავს სტუმრად, ლანჩხუთში ადგილობრივი "გურიას" წინააღმდეგ.

 

 "გურიასთან" შეხვედრაში დაუბრუნდება "მერანს", გუნდის კაპიტანი სერგი ორბელაძე, რომელმაც სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა. რაც შეეხება დანაკლისს, ბადრი კვარაცხელიას გუნდი ხვალინდელ შეხვედრაშიც ვერ ითამაშებს ოპტიმალური შემადგენლობით, რადგან ლაშა ჯღამაია და კიჭი მელიავა წინა შეხვედრებში მიღებული ბარათების გამო გამოტოვებენ "გურიასთან" მატჩს.

 

 "მერანმა" მეორე წრეში ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ორი მატჩი მოიგეს მარტვილელებმა, ერთი ფრედ დაასრულეს, ორ შეხვედრაში კი დამარცხდნენ.

 

 რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს. "გურიამ" მეორე წრეში, ხუთი მატჩიდან ერთი მოიგო, სამი ფრედ დაასრულა, ერთადერთი მარცხი კი წინა ტურში იწვნია "საბურთალოსთან". გურულები სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე არიან და 5 ქულით უსწრებენ ჩვენს გუნდს.

 

 ურთიერთშეხვედრების მხრივ სრული თანაფარდობაა, ეს გუნდები სულ შვიდჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და შვიდი შეხვედრიდან სამჯერ მარტვილელებმა მოიგეს, სამჯერ "გურიამ" გაიმარჯვა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

 

 აღნიშნულ მატჩს ჯენერი ხორავა განსჯის, მას ასისტენტობას ი. უკლება, ი. კაკაბაძე და პ. მაჭარაძე გაუწევენ.

 

 "გურია" - "მერანის" შეხვედრა, ხვალ 19 მარტს, ლანჩხუთში, "ე. შევარდნაძის" სახლობის ცენტრალურ სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

 წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს!



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 36 82
სამგურალი 36 70
არაგვი 36 61
ბახმარო 36 54
საბურთალო 2 36 48
კოლხეთი 36 41
გორი 36 39
მეშახტე 36 39
ბორჯომი 36 39
ბეთლემი 36 38