1 2 3 4 5
გასული სეზონის შეჯამება

 მარტვილის ”მერანმა” საქართველოს ეროვნული ჩემიონატის 2014-2015 წლების სეზონი სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დაასრულა 36 ქულით. ჩემპიონატის ბოლო ტურებამდე არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ეს შედეგი დადებითად უნდა შეფასდეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარტვილის ”მერანის” პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია და გუნდის ხელმძღვანელობა აქცენტს ადგილობრივ, ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებზე აკეთებს. ”მერანს” სხვა გუნდებთან შედარებით განსხვავებული დიდი ბიუჯეტი არა აქვს, მაგრამ გუნდში არის ყველაზე მთავარი, საქმისადმი სწორი მიდგომა და სტაბიულურობა, ხელფასები, პრემიები, საფეხბურთო გარემო მარტვილში მოწესრიგებულია და ახალი სეზონიდან ფეხბურთელები ახალ მაღალი დონის სასტუმროში იცხოვრებენ. ფრიდონ ინჯია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარტვილში ფეხბურთი განვითარდეს და მარტვილელებმა წარმატების სიხარული მიიღონ. ლომის წვლილი შეაქვს გუნდის საქმიანობაში ”მერანის” კლუბის დირექტორს ელდარ ბაკურიას, ის რომ დღეს ”მერანს” არ აწუხებს სხვადასხვა სახის პრობლემები რაც ქართული კლუბების უმრავლესობაშია, სწორედ ბაკურიას დამსახურებაა.

ელდარ ბაკურია: ”გასულ სეზონს, წინასგან შედარებით დადებითად შევაფასებდი, ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მივეცით თავის გამოჩენის შანსი და ისინი მალე დაიმკვირდებენ უმაღლეს ლიგაში ადგილს. ახალ სეზონს კი ახალი იმედით და ენთუზიაზმით ვხდებით. რა თქმა უნდა ახალ სეზონში სხვა მოთხოვნები იქნება და გუნდი ზედა ოთხეულისთვის იბრძოლებს.”

”მერანის” დიდი ხანი არაა უკრაინელი სპეციალისტი ვლადიმერ ლობასი ხელმძღვანელობს, თუმცა მან უკვე შესძლო გუნდში თბილი ატმოსფეროს შექმნა და გუნდის როგორც ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბება. ვლადიმერ ლობასის თქმით გუნდის მომავალი მიზნები დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ როგორ შევსებას მიიღებს შემადგენლობა. უცხოელს სჯერა რომ ახალგარზდა ფეხბურთელები, რომლებსაც შანსი მისცა და ენდობა, ახლო მომავალში აუცილებლად იტყვიან თავის სიტყვას.

”მერანის” ბობარდირი დათა ციცხვაია გახდა. დათამ გასულ სეზონში ცხრაჯერ შესძლო მეტოქე გუნდის დამწუხრება. ცხრა გოლიდან ექვსი ჩემპიონატში გაიტანა სამი კი დ. ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში.

დათა ციცხვაია: ”სასიამოვნოა ბომბარდირობა, მაგრამ უფრო მეტიც შეიძლებოდა, გოლების გატანაში თანაგუნდელები დამეხმარნენ და ამაში მათი წვლილიც არის. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ამ გოლებმა გუნდს შედეგი მოუტანა.”

განვლილ სეზონში მარტვილის ”მერანის” მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან რამდენიმე მატჩის გამოყოფა შეიძლება, სახლში თბილისის ”დინამოსთან” და გორის ”დილასთან”, ასევე ბათუმის ”დინამოსთან”, თუმცა ყველაზე გამოსარჩევი და კარგი მატჩი მარტვილელებმა მაინც სტუმრად ქობულეთში ჩაატარეს, როცა მეტოქე ”შუქურა” მისავე მოედანზე 3-1 დაამარცხეს. ეს შეხვედრა რამდენიმე მიზეზის გამო იყო გამორჩეული, პირველი, ყველაზე მთავარი სტუმრად მოპოვებული სამი ქულა იყო, მეორე, ”მერანელებმა” სამ ქულასთან ერთად სანახაობრივი, ლაღი ფეხბურთი შესთავაზეს გულშემატკივარს და მესამე ამ გამარჯვებით ”მერანმა” სააბოლოოდ გასცა პასუხი კითხვაზე დარჩებოდა თუ არა უმაღლეს ლიგაში გუნდი.

დასასრულს გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ გუნდს, ახალი სეზონი ახალი შემართებით და ჟინით დავიწყოთ. ალბათ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს ”მერანს” რაც სპორტის თანმდევი ნაწილია, მოვლენ ახალი ფეხბურთელებიც, დაიწყება ახალი სეზონი.. ისევ გაივსება ბოლომდე მარტვილის მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალური სტადიონი და გვჯერა, რომ საკუთარ გულშემატკივარს გამარჯვების სიხარულს მიანიჭებენ მარტვილელი ფეხბურთელები.

P.S. მარტვილის ”მერანი” 15 ივნისს შეიკრიბება და მას შემდეგ გახდება ბევრი სიახლე ცნობილი.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0