1 2 3 4 5
გარდაიცვალა სოსო კანკავა

 

65 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ვეტერანი მარტვილელი ფეხბურთელი სოსო კანკავა. ის წლების მანძილზე თამაშობდა მარტვილის (იმდროინდელი გეგეჭკორის) ,,სალხინოში“ და მარტვილის ფეხბურთის ისტორიაში არის იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნეს ადგილობრივი ფეხბურთის განვითარების საქმეს.

კანკავას აგრეთვე უთამაშია ფოთის „კოლხეთშიც“, საფეხბურთო კარიერა კი ,,სალხინოში“ დაასრულა. მის პერიოდში გეგეჭკორის „სალხინომ“ 1975-1976 წლებში 2-ჯერ მოიპოვა საქართველოს „ოქროს თავთავის“ თასი და ამავე თასის საკავშირო გათამაშებაში 2-ჯერ აიღო საპრიზო ადგილი (1975-წელს მე-2 და 1976 წელს მე-3 ადგილები).

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სოსო კანკავამ განაგრძო სამწვრთნელო საქმიანობა, თავის საფეხბურთო გამოცდილებას წლების მანძილზე უზიარებდა მოზარდ თაობებს.

საფეხბურთო კლუბი „მერანი“ და ვეტერანი ფეხბურთელები გამოთქვამენ დიდ მწუხარებას და თანაუგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0